x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ნარკოტიკების გავლენა მენტალურ განვითარებაზე
image

კითხვაზე რა არის ნარკოტიკი, მისი ბერძნული წარმომავლობა გვიპასუხებდა, რომ ეს არის დამაძინებელი, გამაბრუებელი. თუმცა, ამ სიტყვის განმარტება დღესდღეისობით ამ ცნებებს გასცდა და ის არ მოიაზრებს საძილე აბებს ან უბრალოდ დამამშვიდებელ საშუალებებს. ის გულისხმობს ნივთიერებას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ქმედებაზე, რაც გამოიხატება მიჯაჭვულობაში, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური ან მენტალური სახის. ამ მოკლე განმარტების თანახმად, ნარკოტიკების სიაში შეიძლება მოხვდეს ყავა, თამბაქო და ალკოჰოლიც, თუმცა მათი მიღება კანონის თანახმად მიღებულია და აქედან გამომდინარე “ლეგალურ ნარკოტიკებად“ მოიხსენიებენ.

ნარკოტიკები უარყოფითად აისახება მრავალ ჭრილში, ეს შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკურად, ფსიქიკურად ან სოციალურად. ეს ნიშნები თავს იჩენს ყველგან და მისი გამოხატულება საზიანოა ადამიანებისათვის, ამით კი პირველ რიგში ზიანდება უშუალოდ ნარკოდამოკიდებული ადამიანი. პირველ რიგში ქვეითდება ფსიქიკური უნარები, გონება ვეღარ ახდენს კონცენტრაციას, ფაქტების აღქმას, თავს იჩენს კოგნიტური დარღვევები. გარდა ამისა, მეხსიერება ვეღარ ახდენს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას და არსებული ძველი, გონების საკუჭნაოში იდებს ბინას. აღსანიშნავია, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ძილის დარღვევები აქვთ, რაც ბიოლოგიური ბალანსის რღვევას იწვევს. გარდა იმ ზიანისა, რომელსაც ისინი იღებენ, ხდება სოციალური ურთიერთობების რღვევაც. ნარკოდამოკიდებული ადამიანები აღარ აღიქმებიან სანდოდ, საზოგადოებაში მათ მიმართ უნდობლობა ჩნდება, ვინაიდან აღქმული არიან როგორც მხოლოდ ნარკოტიკზე დამოკიდებული, შესაბამისად, ადამიანებს ექმნებათ მოლოდინი, რომ მათთან ურთიერთობა მათთვის მატერიალური ან მორალური ზიანი მომტანი იქნება.

ნარკოდამოკიდებული ადამიანები თავადვე აღნიშნავენ, რომ მათი პიროვნული თვისებებიც კი შეიცვალა ამის მერე, ისინი გახდნენ საკუთარ თავზე ორიენტირებულები, ეგოისტები, დაკარგეს თანაგრძნობის უნარი, გაუქრათ ძველი ინტერესები, ღირებულებები, შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ნარკოტიკები სრულიად ცვლის ადამიანთა გონებას, რომელიც მიმართულია უარყოფითი განცდებისა და ქმედებებისაკენ.


საინტერესოა, თუ რა უბიძგებთ ადამიანებს გახდნენ ნარკოდამოკიდებულები, ამის უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს, ესაა ინტერესი; სუსტი ნებისყოფა, უარი თქვან შეთავაზებაზე; პრობლემებისაგან თავის დაღწევის, თვითდამკვიდრების ან უბრალოდ სიამოვნების მიღების სურვილი. უმეტეს შემთხვევებში მთავარ ზემოქმედებას გარემო ახდენს, ის სოციუმი, სადაც ადამიანი იმყოფება უბიძგებს ნარკოტიკების მიღებისაკენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ლოჯისტიკური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 1.3 მილიონი 12 წელს ზევით მყოფი ადამიანი დამოკიდებულია ნარკოტიკზე. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი იმყოფებიან მოზარდები, ქალები და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები. მონაცემები, რომელიც მიღებულია აშშ-ში არ ეხება მხოლოდ ერთ ლოკაციას, მისი მოხმარების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება მსოფლიოს მაშტაბით. საქართველოში ეს მაჩვენებელი ექსპერტთა აზრით რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს, რაც შეიძლება ითქვას, რომ სავალალო შედეგია.

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:ეთუნა ქობალია
ეთუნა ქობალია
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0