x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
თვითკონტროლი და მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე

image

თვითკონტროლი ისტორიული დროიდან ადამიანის მორალურობის ჩარჩოს ფუნქციას ასრულებს, რომელიც წარმოადგენს რაღაც მაკონტროლირებელ ძალას. იგი არის დაშვებების, წესებისა და ნორმების წარმმართველი. თითოეულ ადამიანში თვითკონტროლის სხვადასხვა დოზაა, ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ღირებულებები გააჩნია პიროვნებას. თვითკონტროლი დაბადებიდან სტაბილურ ხასიათს არ ატარებს, შესაძლოა ეს უნარი ადამიანს ამოწურული ქონდეს, ან პირიქით, დრო და დრო აძლიერებდეს. მსგავსი შედეგის მიღწევა შესაძლებელია საკუთარ თავთან ვარჯიშითა და მსგავი გამოცდილებების დაგროვებით. გარე ფაქტორების გარდა არსებობს შინაგანი, რომელიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი თვითკონტროლი გვექნება, ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს სხეულის მასაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე, ცხოვრების ტიპზე, გადატანილ სტრესზე და ა.შ. ის, რომ მასზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, იმას არ ნიშნავს, რომ თვითკონტროლი საკუთარი თავის მიმართ მკაცრი წესების წამყენებელია. ის არ გულისხმობს საკუთარი სურვილების დახშობას და სხვაგვარ მოქმედებას და არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიამოვნების მიღების ანტონიმი. თვითკონტროლის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა კრეატიულ ნორმებს გარკვეულ ჩარჩოში აქცევდეს, თუმცა არა ისე, რომ საკუთარი მე დააკარგვინოს ადამიანს (Beran, 2015). ემოციის მნიშვნელობაზე ბევრი მეცნიერი დაობს, ერთი მხარის მტკიცებით, ემოციას თვითკონტროლზე დიდი ზეგავლენა აქვს, ის არის მისი წარმმართველი, რადგან კონტროლი სხვა არაფერია თუ არა ემოციები. ადამიანების ერთი კატეგორია სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, მეორე კი პირიქით. ამ აგუმენტების საწინააღმდეგოდ არსებობს მეორე მტკიცებულება, რომ თვითკონტროლი სხვა რა არის, თუ არა ემოციების მაკონტროლირებელი ძალა. ემოციები ადამიანების ბუნებრივი ინდიკატორებია, რომლებიც გრძნობებს გამოხატავენ, ამიტომ სადაოა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ფაქტორი ახდენს მეორეზე გავლენას. თვითკონტროლი, თავისთავად არ ნიშნავს ყველაფრის სტრუქტურირებას, ემოციებს აქვს უფლება იყვნენ თვითკონტროლის ნაწილი (McGuire, 2018). ემოციების მაჩვენებელი თინეიჯერებში საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რაც მათ თვითკონტროლის დაბალ მაჩვენებელზე მიანიშნებს. ამასთან დაკავშირებით ჩაატარეს კვლევა, აინტერესებდათ, თუ როგორი თვითკონტროლი ჰქონდათ თინეიჯერებს, განსაკუთრებული აქცენტი კი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესსზე. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მცირეა ასაკი, თვითკონტროლიც უფრო დაბალია, არ ხდება გადაფასება ღირებულებების, თინეიჯერები არ ფილტრავენ ამ ყველაფერს. მათ თვითკონტროლი შეიძლება გამოავლინონ იმაში, რომ არ იკვებონ არაჯანსაღად და ჯანსაღი ცხოვრების სხვა წესები არ გაითვალისწინონ, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ავლენს მათ განვითარებაზე, მეცნიერები ამისათვის ურჩევენ, რომ მათთვის კომპეტენტურმა ადამიანებმა იმუშაონ თვითკონტროლის მნიშვნელობის გაცნობიერებაზე. ამ ასაკში მოზარდებს, როგორც თვითკონტროლის დაბალი მაჩვენებელი აღენიშნებათ, ასევეა თვითცნობიერების შემთხვევაშიც. მსგავსი მოზარდებისათვის დამახასიათებელია ნაკლები გაცნობიერებულობა და უფრო მეტად ცხროვრებისადმი თავისუფალი მიდგომის სტილი (Evelyn and etc, 2018). ამ ყველაფრის გათვალისწინება საჭიროა იმისათვის, რათა ადამიანებმა პატივი სცენ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს, რადგან თვითკონტროლის არ არსებობა დიდი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს. წესები, რომლებიც საზოგადოების მიერ არის ჩამოყალიბებული, ასევე ნორმები, რომლებიც ინტერნალიზებულია, კანონები, რომლებიც მიღებულია, აუცილებელია იქნეს დაცული, რომლის მაკონტროლირებელი ბერკეტი ადამიანშია, თვითკონტროლისა და მაღალი ცნობიერების სახით. თვითკონტროლი ადამიანებს ხშრად ბევრი მორალური დილემის წინაშე აყენებს, რაც ავალდებულებს მის წევრებს იყვნენ მისი შემსრულებლები. ბოლო კვლევების მიხედვით, ადამიანები დრო და დრო უფრო მეტად ახდენენ თვითკონტროლის დაბალანსებას. აღმოჩნდა, რომ მორალური მხარე წინა ფლანგებისაკენ მიიწევს და ადამიანები აღარ არიან მხოლოდ საკუთარ პიროვნულ მოთხოვნილებებზე ორიენტირებულები, ისინი სხვათა უფლებებსაც ითვალიწინებენ, რაც თავისთავად მეტ ჰუმანურობას სძენთ (Chia-Chun and etc, 2017). თვითკონტროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანების ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმეს მიმართ უვითარდებათ მიჯაჭვულობა, როცა ამ მიჯაჭვულობაზე დადებითი ქმედებებით ცდილობენ იმოქმედონ, ამ შემთხვევაში თვითკონტროლი უფრო აქტიურად ერთვება და მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს. ასევე, თვითცნობიერება მატულობს, რადგან იმავე მეთოდებით ხდება პრობლემის მოგვარება. როცა მავნე დამოკიდებულების მიმართ არსებობს მისი მოშორების მცდელობა ნეგატიური გზით, სუბიექტი, რომელზედაც მსგავს ქმედებას ახორციელებენ, განიცდის აგრესიას, შესაბამისად აღენიშნება დაბალი თვითკონტროლი, აქედან გამომდინარე, თვითცნობიერებაც იწევს დაბლა ( Bresin, Konrad, 2018 ). ამ ყველაფრის ძირითად მექანიზმად შესაძლოა ცოდნა ჩაითვალოს, ვინადან ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილება, უფრო მოსალოდნელია, რომ სასარგებლო იქნება. რადგან თვითკონტროლი წარმატების მიღწევაში გასაღების ფუნქციას ასრულებს, მისი სიძლიერე აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა ყველაფერში არსებობს შეზღუდვები. ისევე, როგორც კუნთს არ შეუძლია გამუდმებით ერთ რეჟმში იმუშაოს, ასეა თვითკონტროლიც. მას მუდმივი მართვა არ შეუძლია, ზოგჯერ კრიზისულ შემთხვევებში ვარდება, რაც შესაძლოა დეპრესიით გამოიხატოს. მკვლევრებმა ამ ტენდენციის შესამცირებლად ჩაატარეს კვლევა, თუ რა ფაქტორებია პოზიტიური დამოკიდებულების გამომწვევი და შემდგომში თვითკონტროლის მაჩვენების მარეგულირებელი. როგორც ზემოთ მოცემული კვლევები, ეს კვლევაც სწორედ ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმს უსვამს ხაზს, რაშიც მოიაზრება კვება, ძილიანობა, მატერიულური შემოსავალი-გასავალი და გადაწყვეტილების მიღება. ენერგია მნიშნელოვანი წყაროა ისა, რომ ადამიანებმა რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ, ეს კი სისხლის გადამუშავებაზეა დამოკიდებული, რაც თავის მხრივ სწორი ცხოვრების წესისგან გამომდინარეობს (Baumeister, 2007). თვითკონტროლი თავის მხრივ გარდა საკუთარი თავის აქტუალიზაციისა, გულისხმობს შეკავებას, რასაც მცირედით შევეხეთ. ის შეზღუდულ რესურსებს მოიხმარს, რადგან მთელი რესურსები არ მოიცავს კავშირს თვითკონტროლთან. ის აკონტროლებს სტრესს, უარყოფით ემოციებსა და თავშეკავებას ავითარებს, მიისწრაფვის იმისაკენ, რომ გამოიჩინოს სიფრთხილე და ყურადღებით იყოს. ასევე აღიქვას მოველენები ადეკვატურად, რათა არ მოხდეს ფაქტების რადიკალური ინტერპრეტაცია. ეს ყოველივე თვითკონტროლის განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან ისევე როგორც გასცეს გადებითი მახასიათებლები, იყოს პოზიტიურ კავშირში ადამიანებთან, აუცილებელია მავნე ფაქტორების თავიდან მოშორება, რათა დასტაბილურდეს მდგომარეობა. თუმცა არსებობს უარყოფითი ფაქტორებიც, როგორიცაა უსუსურობის განცდა. ის ვითარდება სელფის ზედმეტი კონტროლის შედეგად, ამ დროს საჭიროზე მეტი რესურსი იხარჯება. თითქოს ჩართულია თავდაცვის საშუალებები, მაგრამ რეალურად ეს სელფს ზღუდავს იმ საჭირო ქმედებების განხორციელებისათვის, რომელიც აუცილებლობას მოითხოვს გარკვეულწილად (Muraven & Baumeister). იმისათვის, რათა ეს პროცესები სწორად წარიმართოს, აუცილებელია არსებობდეს სტრატეგია, რომელსაც თვითონ ადამიანი დაამკვიდრებს საკუთარ თავთან. ეს სტრატეგია გულისხმობს ერთგვარ გეგმას, რომელშიც იქნება მოცემული სქემების სახით საჭირო ქცევის შაბლონები. ამის დასამტკიცებლად მეცნიერებმა შემოიტანეს თვითკონტროლის საზომი სკალა, რომლითაც შეეცადნენ გაეგოთ თუ რა ზოგადი ტენდენციებით ხასიათდებოდა ეს პროცესი. მათ გამოყვეს 36 ფაქტორი, რომელშიაც არსებობდა დაჯგუფებები, ეს იყო სწრაფი რეაგირება მოვლენაზე, ემოციურ და ფიზიკურ ზეგავლენაზე რეაქცია და სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარების სტრატეგიები. არმოჩნდა, რომ თვითკონტროლისათვის ეს კვლევა საკმაოდ ღირებული იყო, რადგან მიღებული მონაცემები საკმაოდ მაღალ კორელაციაში აღმოჩნდა მოსალოდნელთან შედარებით. პროცესები რაღაც გეგმებით მიმდინარეობს, რომელიც გონებაში გვაქვს მოცემული, ეს გეგმები კი ჩვენი გამოცდილების შედეგად ყალიბდება (Rosenbaum, 1980). მიუხედავად ამდენი მეთოდებისა, კვლევებისა, რომელიც არსებობს, რატომ არის, რომ ადამიანები პრაქტკაში მაინც ვერ ახერხებენ ბოლომდე მოახდინონ საკუთარი თავის კონტროლი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, როგორც შინაგანად, ასევე გარემო ფაქტორებითაა განპირობებული. თვით კონტროლი თავის მხრივ განიხილება, როგორც ცალკე აღებული სელფი და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ამ მოვლენებში ყურადღება მახვილდება მოტივაციურ ფატორებზე, ისევე როგორც ემოციურსა და ცნობიერ, შემეცნებითზე. რა საკვირველია, ყველა ადამიანი ვერ იქნება ერთი და იმავე გონების მფლობელი, ვერც ერთნაირი ფსიქიკისა, არც გარემო ექნებნებათ ერთი და იმავე, რათა ერთნაირი ემოციური ფონი გააჩნდეთ. შესაბამისად ეს ატრიბუტები მნიშნელობან ინფორმაციას წარმოადგენს (Baumeister, and etc, 1994). შესაბამისად, იმის მნიშვნელოვნება, რომ მაღალი თვითშეფასება ადამიანებს მაღალ მიღწევებთან აკავშირებს, ცხადია, ვინაიდან კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკმაოდ დიდი კავშირი მაღალ თვითშეფასებასა და მაღალ თვითკონტროლს შორის. ასევე საკმაოდ მაღალი კავშირი აღმოჩნდა თვითკონტროლსა და თვითცნობიერებას შორის, ვინაიდან, თითოეული გაკონტროლებული ქმედება, საკუთარი ცნობიერებიდან მომდინარეობს (Baumeister, 2018).

თვითკონტროლი მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისათვის, რათა საზოგადოებაში იქნენ მიღებული ადეკვატურად. ვინაიდან ეს არის პიროვნების სახე, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინტერნალიზებული ნორმები და წესები, რომლის მიხედვითაც ადეკვატურად წარმოჩნდებიან, ფსიქოლოგიაში ეს ნიშანი მნიშვნელოვანია, შესაბამისად ბევრს სფეროს უკავშირებენ.

0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:ეთუნა ქობალია
ეთუნა ქობალია
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0