x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ მოვხიბლოთ მერწყული მამაკაცი?
პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ თუკი გსურთ გაუგოთ და თავი შეაყვაროთ მერწყულ მამაკაცს, თქვენ აუცილებლად უნდა შეიყვაროთ როგორც მისი პოზიტიური, ისე ნეგატიური თვისებები.

მერწყული მამაკაცის ძირითად თვისებათაგან აღსანიშნავია: არაპროგნოზირებადობა, ინტელექტუალობა, დამოუკიდებლობა და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი.

ამასთავე აღსანიშნავია მერწყული მამაკაცი
მერწულების არასაიმედოობა და სიჯიუტე.

მერწყული მამაკაცი შესაძლოა ზოგჯერ საკუთარ თავში ჩაკეტილიც კი იყოს, ამიტომ მას სჭირდება თანამგზავრი, რომელიც მას კომპანიონობას გაუწევს ყველა საკითხში და აავსებს მას პროგრესული იდეებით.


ამგვარად, თუ გსურთ მერწყულის მოხიბვლა, თქვენ პირველ რიგში უნდა იყოთ კარგი მეგობრები. რომანების უმეტესობა მასთან იწყება იმით, რომ თავდაპირველად იგი ქალთან მეგობრობას ამჯობინებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერწყული სასიყვარულო ურთიერთობას არასოდეს დაიწყებს იმასთან, ვინც მანამდე მისი მეგობარი არ იყო. აქედან გამომდინარე, თქვენ აუცილებლად გმართებთ მოთმინება. დააფასეთ მისი ინდივიდუალიზმი, განსხვავებულობა, თავისუფლებსაკენ სწრაფვა და სურვილი იმისა, რომ გამორჩეული იყოს მთელი მსოფლიოსთვის.


0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0