x
image
ანა ბეჟაშვილი
30 წლის ქალის მოტაცების გამო პოლიციამ ოთხი მამაკაცი დააკავა
image

ახალქალაქში 31 წლის მამაკაცმა 30 წლის ქალი მოიტაცა. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.

პოლიციამ მოტაცების ფაქტზე 4 მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალის ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა.

როგორც ცნობილია, ქალი ცოლად მოყვანის მიზნით იქნა გატაცებული.


გამოძიება სსკ -ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოთხივე მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.

7
1624
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
1624
  
2019, 16 თებერვალი, 21:46
მოკლედ გეტყვით, შარშან ამ დროს შსს-ს მაიორი ვიყავი და არ მეშლება კანონები და ადამიანის გატაცებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები.
ერთია მეგობრებთან რას ვიხუმრებ და მეორეა რას გავაკეთებ რეალურად.
2019, 16 თებერვალი, 21:40
სამწუხაროდ, იუმორი ხშირად სტერეოტიპების დამკვიდრება-გამყარების ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. მითუმეტეს მომავალი თაობისთვის. როდესაც ასაკით მცირე ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს უფროსებისგან ესმით ამგვარი "ხუმრობები", მათთვის იქმნება სოციალური კონტექსტი, რომ ეს რაღაც არის ნორმა. ამ შემთხვევაში, ქალის ასაკთან და ქორწინებასთან დაკავშირებით. ამავე სტატიაზე კომენტარებში გამოიკვეთა კიდევ რამდენიმე მიმართულება, მაგალითად, მოტაცების სიყვარულად ან ნორმალურ ფაქტად აღქმა და ა.შ.
2019, 16 თებერვალი, 21:10
კარგი რა ნათია, შეგვარგე ხუმრობა. მეც გოგო მეზრდება და ვინმემ მოიტაცოს კი არა მცდელობას, რომ ჰქონდეს ადგილი ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ.
ასეთი ბოროტიც არა ვარ...
2019, 16 თებერვალი, 19:38
ხალხნო რას წერთ, რაშუაშია ეშველა თუ 30 წლის არის შინა ბერაა ხო? ან ეგ სიტყვა კიდევ რომ არსებობს ეგეც ხო საზიზღრობაა და მერე , რომ ამ ყველაფრის გამართლება ხდება. ადამიანს ართმევენ პირად ცხოვრებას და ვიღაც ღორს უნდა უწვეს საწოლში, იმიტომ რომ ასეა მიღებული და უკვე 30 წლისაა,:@@@
2019, 15 თებერვალი, 23:55
ეგა თქვი, ვერ გაიგეს კარგად....
2019, 15 თებერვალი, 23:54
მეშველა მეშველას ყვიროდა და ამათმა უკუღმა გაიგეს
2019, 15 თებერვალი, 21:06
ეშველა შინაბერა გოგოს და რა ჩივილი აუტყდათ მშობლებს? :)
0 1 7