x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კრიმინალურმა ავტორიტეტმა "ტაივანჩიკმა" პუტინს უპასუხა

image

ბიზნესმენი და კრიმინალური ავტორიტეტი ალიმჟან ტოხტახუნოვი, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით "ტაივანჩიკი" გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას კრიმინალურ იერარქიაში ყველაზე მაღალი თანამდებობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლო ცვლილების შეტანის გამო.

მისი თქმით, ამ სტატიის მუხლის ცვლილების საჭიროება აღარ არის, რადგან, კრიმინალური სამყაროს სტრუქტურა შეიცვალა და ახლა ყველა დანაშაული ბიზნესში და მთავრობაშია.

"უნდა ჩასვან რაღაცის გამო. ეს მოიფიქრეს - რას ნიშნავს ეს? ეს არასწორია. თუ შენ ჩაიდინე დანაშაული, შენ უნდა ჩაჯდე, თუ დაგიჭირეს. მაგრამ თუ შენთან მოდიან და გეუბნებიან, რომ შენ ხარ კრიმინალური ავტორიტეტი, შენ უნდა ჩაგსვან და ამისთვის იგონებენ ახალ მუხლს, ეს არასწორია." - ამბობს კრიმინალური ავტორიტეტი.

მან აღნიშნა, რომ თანამედროვე რუსეთში, თანამდებობის პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მეტ კანონდარღვევას აკეთებენ, ვიდრე, კრიმინალურ სამყაროში წევრები..


შგახსენებთ, რომ ფედერალური კანონი "რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების შესახებ" (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით) გადაეგზავნა სახელმწიფო დუმის სპიკერს ვიაჩესლავ ვოლოდინს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომი გამოუცხადა კრიმინალურ ავტორიტეტებს. დაისჯებიან მხოლოდ სტატუსისთვისაც.


პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმას გააცნო კანონპროექტი. ამ კანონპროექტის თანახმად ისინი შეძლებენ კრიმინალური ავტორიტეტების დაკავებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ კონკრეტულ დანაშაულში ვერ დაიჭერენ.

"ყველაზე საშიში და სერიოზული დანაშაული ჩადენილია ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ. კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები ქმნიან ამ ჯგუფებს, დანაშაულებრივი გავლენისა და შემოსავლების სფეროებს იყოფენა და მათი ხელმძღვანელობით ხდება დანაშაულებები, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ საფრთხეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.

მდგომარეობის გამოსწორების და " თავების დაყრის" შესაძლებლობისთვის ვლადიმერ პუტინმა დააყენა წინადადება დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის სტატია 201.1-ს ახალი მუხლი, რაც ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ( ასევე ჯარიმას 5 მილიონი რუსული რუბლი) მხოლოდ ერთი ფაქტის "კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი თანამდებობის დაკავების" გამო.

0
1249
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0