x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უგემრიელესი კანფეტის რეცეპტი (და არანაირი ქიმია)

image



ინგრედიენტები:


რძის ფხვნილი – 250 გრ.

კარაქი – 100 გრ.

კაკაოს ფხვნილი – 2 ს. კ.

შაქრის ფხვნილი – 350 გრ.

წყალი – 100 მლ.

კარდამონი (ილი) – 1 მწიკვი

კაკაოს ფხვნილი ან ქოქოსის ფანტელი – ამოსავლებად


მომზადება:


I. მოხარშეთ წყლით და შაქრით სიროფი. დიდი ხანს დუღილი საჭირო არ არის, საკმარისია წამოდუღების შემდეგ, დაბალ ცეცხლზე 10 წთ. გაჩერება, ვიდრე არ შესქელდება.

II. ცხელ სიროფში მოათავსეთ კარაქი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი > შემდეგ, მანამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

III. ერთმანეთში შეურიეთ რძის და კაკაოს ფხვნილები.

IV. მიღებული ფხვნილი ნაწილ-ნაწილ შეურიეთ სიროფს > დაამატეთ კარდამონი ან რომელიმე სხვა არომატიზატორი (ვანილინი, დარიჩინი) > მაცივარში შედგით 30-40 წუთით, რომ მასა შესქელდეს.

V. გამოძერწეთ ნებისმიერი ფორმის კანფეტი > ამოავლეთ კაკაოში ან ქოქოსის ფანტელში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ამოავლოთ დაფქულ ნიგოზში.

VI. მოათავსეთ კანფეტი კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. მაცივარში შენახვის ვადა 5 დღე არის.

image

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

ხაჭოს ბურთულები

image



ნატურალური მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), სახლის პირობებში (მომზადების დრო 20 წთ.)


image



ნამდვილი ინდური ტკბილეული, მხოლოდ 4 ინგრედიენტით


image


0
1274
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0