x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
მიჯაჭვულობის დარღვევა ბავშვობის ასაკში

ბავშვთა ასაკის მიჯაჭვულობათა რეაქტიული აშლილობა იწყება სიცოცხლის პირველი ხუთი წლის განმავლობაში. ახასიათებს მყარი ცვლილებები სოციალური ურთიერთობების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ აშლილობებთან და არის რეაქტიული გარემო პირობების ცვალებადობის მიმართ (მაგ: შიში და დაძაბულობა image
თანატოლებთან სოციალური ურთიერთობისას, სხვაზე ან საკუთარ თავზე მიმართული აგრესია, ზოგ შემთხვევაში - ზრდის შეჩერება). იგი შესაძლებელია იყოს მშობლების მხრიდან უგულებელყოფის, ცუდად მოპყრობის და ფიზიკური შეურაცხყოფის პირდაპირი შედეგი.
ამ აშლილობის კვლევა მხოლოდ ბოლო 20 წლის განმავლობაში დაიწყო. სტატისტიკურად ის გვხვდება 5 წლამდე ბავშვების 1%-ში. თუმცა გაცილებით დიდია დიაგნოზის რისკ-ჯგუფში მყოფი ბავშვების რაოდენობა, ბავშვზე ძალადობის ან მისი უგულებელყოფის გავრცელებული შემთხვევების გამო. რაც უფრო პატარაა ბავშვი ამ დროს, მით უფრო მაღალია რისკი. ქცევებს შორის განსხვავება შემდეგია: ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ახასიათებთ: დაბნეულობა, შიში, ამბივაენტურობა, გარემოს ეფექტური შეცნობის უნარის არქონა, აგრესია. უგულებელყოფილი ბავშვები კი არიან ძნელად საურთიერთობო და ადრეულად ავლენენ დამოუკიდებელობის განცდას. ორი ძირითადი ფაქტორი დიაგნოზის დასმისას არის როგორ უკავშირდება ბავშვი სოციალურ სიტუაციებს და არის თუ არა მისი ქცევა განვითარებისთვის შესაბამისი. ბავშვის ქცევა შეიძლება იყოს განსხვავებული, როგორც ზედმეტი სიფრთხიე და უკან დახევა, ასევე ზედმეტი მეგობრულობა და გახსნილობა უცნობებთან.

ადამიანის განვითარებისთვის ბავშვობის გამოცდილების მნიშვნელობაზე ფროიდმა ყურადღება მე-19 სკ-ის ბოლოს, ისტერიაზე მუშაობისას გაამახვილა. იგი ამტკიცებდა, რომ პათოლოგია მაშინ იჩენს თავს, როცა ტრავმული დისოციაციური მოგონებები არ გათავისუფლდებიან ემოციური განტვირთვის მეშვეობით. ეს დაძაბულობა გრძელდება, რადგან პაციენტი არ რეაგირებს ტრავმაზე ემოციური რეაქციით. ამიტომ ფროიდი ფიქრობდა რომ ტრავმის თავიდან მოყოლას ძლიერი ეფექტი ჰქონადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ემოციასაც გამოხატავდა.
მე-20 სკ-ში ბიჰევიორიზმის გამოჩენამ დაჩრდილა ფსიქოანალიტიკური თეორია. ფოკუსმა გადაინაცვლა სიმპტომების შემცირებაზე გაზომვადი ხანმოკლე მეთდებით, ტრადიციული გრძელვადიანის ნაცვლად. სიმპტომის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ნეგატიური ქცევის ჩაქრობა, თუმცა მას მალე ისევ არასასურველი ქცევა ჩაანაცვლებს, ამიტომ მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ეს არაა ეფექტური მკურნალობა. მათი აზრით, ამ აშლილობის მქონე ბავშვებს სჭირდებათ გრძელვადიანი მკურნალობა, სადაც თერაპევტსა და პაციენტს შორის დამყარდება პოზიტიური მიჯაჭვულობა, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს ის არასათანადო ურთიერთობა რაც ბავშვსა და ადრეულ მზრუნველს შორის ჩამოყალიბდა. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ბავშვებს ექნებათ საშუალება გამოსცადონ ჯანმრთელი მიჯაჭვულობა მაშინ წინა, რომელიც აღძრავდა ნეგატიურ ქცევას, ჩამოშორდება. მნიშვნელოვანია მათი მკურნალობა, რადგან ეს ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ სამომავლო ფსიქოპათოლოგიისთვის.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0