x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
დონალდ ტრამპი მექსიკასთან კედლის ასაშენებლად აშშ-ში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს?!

image

შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" (მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერება) გასული თვის 25 იანვარს დასრულდა იმ პირობით, რომ 15 თებერვლამდე რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმებას მიაღწევდნენ საბიუჯეტო ხარჯვებთან და რაც მთავარია, მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებელი თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით.

14 თებერვალს ამ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა კედლისთვის საკმარისი თანხების გარეშე - კანონპროექტში მექსიკასთან საზღვრის მშენებლობისთვის $1, 4 მილიარდია გამოყოფილი, ტრამპი კი საწყის ეტაპზე $5, 7 მილიარდს მოითხოვდა. სრულად კედლის აშენება კი $23 მილიარდი ღირს. შეგახსენებთ,

კედელი 3 200 კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა აშენდეს.

დონალდ ტრამპს ადრევე ჰქონდა ნათქვამი, რომ თუ კონგრესი კედლის ასაშენებლად საწყის თანხას არ გამოყოფდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა. ამით ის გვერდს აუვლიდა კონგრესს და საჭირო თანხებს სხვადასხვა უწყებების რეზერვებიდან მიიღებდა. დღეს ეს მუქარა რეალობა გახდა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ:
"პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დაფინანსების თაობაზე. ის ასევე მიიღებს სხვა ზომებს, მათ შორის გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობასაც, რათა შეაჩეროს ჩვენს საზღვრებზე ჰუმანიტარული კრიზისი. პრეზიდენტი ასრულებს თავის დანაპირებს ააშენოს კედელი, დაიცვას ჩვენი საზღვრები და ჩვენი დიადი ქვეყანა". წაიკითხეთ ვრცლად

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0