x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
მეცნიერებმა მიწის ქვეშ გიგანტური მთები აღმოაჩინეს
image
კვლევაში, რომელიც ამ კვირაში ჟურნალ "Science-ში გამოქვეყნდა, გეოფიზიკოსებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან გამოიყენეს ბოლივიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგები, რათა ეპოვათ მთები და სხვა სტრუქტურები 660 კილომეტრის მიწისქვეშა სიღრმეში, რომელიც გამოყოფს მიწის ზედა და ქვედა ფენებს. მეცნიერებმა ამ გამყოფს უწოდეს საზღვარი 660 კმ-ის ქვეშ.


image


ძლიერი მიწისძვრა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქერქზე, არამედ მის სიღრმეებზეც. 7.0 და მეტი სიმძლავრის მიწისძვრები პლანეტის მეორე მხარემდეც კი ვრცელდება და პირიქით. 1994 წლის ბოლივიის 8.2 მაგნიტუდის მიწისძვრის კვლევა ჩატარდა სუპერკომპიუტერის გამოყენებით. მან მოამზადა მოდელირებული კომპლექსი მიწისქვეშ წარმოქმნილი ტალღების მოძრაობის შესახებ.

მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ღრმა ტალღები ატარებს ინფორმაციას მიწისქვეშ არსებულ ობიექტებზე.. ამდენად, შესაძლებელია, რომ დადგინდეს მთის რიგები 660 კმ სიღრმეში. გაირკვა, რომ ისინი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მიწის ზედაპირზე არსებული: მიწისქვეშა მთები აღმოჩნდა უფრო მაღალი, ვიდრე კლდოვანი მთები ან აპალაჩის მთები.


საინტერესოა, რომ მიწის 410 კილომეტრის სიღრმეში მკვლევარებმა ვერაფერი იპოვეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწის ღრმა ფენა ისეთივე რთულია, როგორც ზედაპირი. სეისმური ინსტრუმენტები სულ უფრო დახვეწილი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მეცნიერები კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი პლანეტის წარმოშობისა და დღვანდელი მდგომარეობის შესახებ.

0
301
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0