x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მიტოვებულის კომპლექსი და მისი თერაპია


image


როგორი ძლიერი ადამიანიც არ უნდა იყო, ჩვენი განცდების რაღაც ნაწილი ნდობა/უნდობლობის (შიზოიდური ხასიათი), ხოლო მეორე ნაწილი – მზრუნველობისა და ამ მზრუნველობის დაკარგვის ირგვლივ ტრიალებს.


როგორ არის მოწყობილი მიტოვებული ადამიანის შინაგანი სამყარო? მასში არსებობს სიყვარულის მძლავრი სურვილი, რომელსაც თან ახლავს გაცნობიერება იმისა, რომ ამგვარი მზრუნველობის მიღება შეუძლებელია. მიტოვების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი ღრმად არის დარწმუნებული, რომ სიყვარულში არასოდეს უმართლებს და ის არავის სჭირდება. ის ვერ იტანს საკუთარ სურვილს. მის წარმოსახვაში ის ძლიერია, შეუძლია ყველაფერზე უარი თქვას და მასაც არავინ სჭირდება, რელურად კი - მიტოვებული, ნაწყენი ბავშვია.


განსჯა – ბავშვური, შემოქმედებითი, ეიფორიული, ჰიპერაქტიური… “მიტოვებულს“ იშვიათად აქვს კომპლექსური ლოგიკური კონსტრუქციები. თვითუარყოფა და ასკეტიზმი – აი, რა მიაჩნია მას საკუთარ ღირსებად. აგრესიასთან და მტრულად განწყობასთან კონტაქტი დაკარგულია. მათ ქრონიკული დაძაბულობა აქვთ, რომელიც ბრაზში არასოდეს გადადის. აგზნების დაბალი დონე, მარტოობის შიში და ეჭვი.


ეს ადამიანები სოციალურ სფეროში დაბალანაზღაურებად სამსახურს და დამხმარე პროფესიებს ირჩევენ. ადრეულ ეტაპზე დედობრივი სიყვარულის დანაკლისის კომპენსირებას “დედობრივ“ როლში ყოფნით ცდილობენ.
ფსიქიკის მთავარი დაცვა: “მე არაფერი მჭირდება“. საკუთარი მოთხოვნილებების საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართვა, რამის მიღების შეუძლებლობა, კმაყოფილების, სიამოვნების განცდის უუნარობა, ქრონიკული შიმშილი, წყურვილი და მარტოობა.

გაიხსენეთ მიტოვების გამოცდილება და ის გრძნობები, რომელიც გიჩნდებოდათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ იცავდით თავს ამ გრძნობებისა და განცდებისგან? თუ გეშინოდათ, რისი გეშინოდათ? თუ დანაშაულს გრძნობდით, რაში ადანაშაულებდით საკუთარ თავს? თუკი - ბრაზს, - ვის მიმართ?
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს განცდები სადღაც, ძალიან შორს გადადეთ. ისე შორს, რომ ვერც გრძნობთ მათ არსებობას, თუმცა შიგნით რაღაცას ეს მაინც ახსოვს და ყოველთვის ემახსოვრება. ასე ყალიბდება ეს კომპლექსი.
და ეს ცხოვრების პირველ წელს ხდება. როგორ? მოდით გადავხედოთ ბავშვის საბაზისო მოთხოვნილებებს:


• სიყვარული (ემოციური კონტაქტი)
• სითბო (ტაქტილური კონტაქტი)
• ზღაპარი (მაგიური განსჯა)
• სტრუქტურა (რეჟიმი, რომელიც სტაბილურობის განცდას იძლევა).

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0