x
image
ვიზა კოხაძე
4 ჯანმრთელი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვჭამოთ შავი შოკოლადი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქრონიკული ტკივილი გვაქვს

imageთუ გაწუხებთ მუდმივი ქრონიკული ტკივილი, ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს ერთი ნატეხი შავი შოკოლადით. ის ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. რატომაა აუცილებელი შავი შოკოლადის მირთმევა და არა რძიანი შოკოლადის? მას აქვს ნაკლები ნახშირწყლები, ნაკლები შაქარი, მაგრამ მეტი ოდენობით ბოჭკოვანი ნივთიერებები, როგორიცაა რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი და კალიუმი, აგრეთვე მუქი შოკოლადი შეიცავს ფლავანოიდებს, რაც ამცირებს ანთებებს და აძლიერებს იმუნიტეტს. მასში დიდია ვიტამინი D2. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მუქი შოკოლადი უფრო მეტ ვიტამინ D2-ს შეიცავს, ვიდრე თეთრი შოკოლადი. ორგანიზმში ვიტამინ D2-ის ნაკლებობა რაქიტსა და ოსტეოპოროზს იწვევს, აგრეთვე ზრდის რესპირატორული ინფექციებით დაავადების რისკებს.

ახალი კვლევის თანახმად, შოკოლადს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. ვნახოთ, რა არის ის ოთხი მთავარი სარგებელი, რომელთა მიღებაც შოკოლადის მირთმევის შედეგად შეგვიძლია.image1. შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანში ბედნიერების განცდა იზრდება - შოკოლადი ორგანიზმში წარმოქმნის ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს, შესაბამისად, ადამიანი მისი საშუალებით პოზიტიურ განწყობაზეა. ენდორფინების გააქტიურება იწვევს ტკივილის შემსუბუქებას. სწორედ ამიტომ აქვს შოკოლადს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ასე რომ, თუ გსურთ კარგ განწყობაზე იყოთ, მიირთვით უფრო მეტი შოკოლადი.

image2. შოკოლადი აუმჯობესებს გულის მუშაობის ხარისხს - შოკოლადი გულ- სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარი წამალია. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სპეციალისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტ შოკოლადს მიირთმევთ, მით უფრო შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის ალბათობა.image3. შოკოლადი სასარგებლოა ტვინის უკეთ მუშაობისთვის - ჰარვარდის მედიცინის სკოლის მკვლევართა დასკვნით, თუ დღის განმავლობაში ორ ჭიქა ცხელ შოკოლადს მიირთმევთ, გონება უფრო სხარტად იმუშავებს და უფრო მარტივად შეძლებთ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას. კვლევით დადასტურებულია, რომ შოკოლადის რეგულარულად მირთმევა ალცჰეიმერის გაჩენის ალბათობას ამცირებს.image4. შოკოლადი სასარგებლოა ორსულებისთვის - შოკოლადი სასარგებლოა როგორც ფეხმძიმესთვის, ასევე მუცლად მყოფი ნაყოფისთვისაც. ფინური კვლევის თანამხად, ფეხმძიმეს, რომელიც შოკოლადს მიირთმევს, არ აწუხებს სტრესი, ხოლო მისი შვილი უფრო ხშირად იღიმის და კარგ ხასიათზეა.imageჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შავი შოკოლადი ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას და კარგი ქოლესტერინის დონის ამაღლებას

1
373
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
373
  
2019, 15 თებერვალი, 19:44
რაღაცა გემრიელი მაინც ყოფილა - სასარგებლო!
0 1 1