x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რჩევები ახალბედა მშობლებს - ის რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
image
2 წლამდე ასაკის ბავშვი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ის ყველაფერს სწავლობს მიმბაძველობით, მისი ემოციები და განცდები კი სათუთია. სწორედ ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვში ყალიბდება ის ძირითადი საყრდენი, რაც განაპირობებს მის სრულფასოვან განვითარებას მომავალში.
მშობლებო, როდესაც თქვენი პატარა ტირის, არ დატოვოთ უყურადღებოთ. იქნებ მას არც შია, არც სწყურია, არამედ მას შესაძლოა თქვენი ნუგეში და თქვენი სხეულის სითბო სჭირდება. დედა 1 წლამდე ბავშვისთვის განსაკუთრებულია, ბავშვი დედას სურნელით, გულისცემით, ხმით ცნობს და უმალვე მშვიდდება.
მშობლებო, არ სცემოთ ბავშვი. ბავშვები მიმბაძველობით სწავლობენ, განსაკუთრებით, ისეთი ავტორიტეტული პიროვნებებისგან, როგორებიც ბავშვისთვის არიან დედა და მამა. მსოფლიოში უამრავი კვლევაა ჩატარებული, რაც ცხადყოფს, რომ მშობლები, რომლებიც ძალადობდნენ შვილებზე, ან ბავშვების თანდასწრებით მამა ძალადობდა დედაზე, ეს იყო ბავშვისთვის ძალიან დიდი სტრესი. ასეთი ბავშვები ზრდასრულ ასაკში ყალიბდებოდნენ ტიპურ მკვლელებად, მოძალადედ, სასტიკ დამნაშავეებად.
მშობლებო, გაუფრთხილდით საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აკონტროლეთ საკუთარი თავი და ემოციები, იმისთვის, რომ ბავშვიც არ გაანერვიულოთ და არ მოჰყვეს ფსიქოლოგიურ წნეხში. დაიმახსოვრეთ, ბავშვები ყველაფერს გრძნობენ.
როდესაც თავს ვერ აკონტროლებთ, ძალიან ბრაზობთ და ამ დროს ჯავრს პატარაზე იყრით, ამ დროს გაიხსენეთ, რომ ამ პატარას სხვა არავინ ჰყავს თქვენ გარდა და თქვენ მას ყველაზე მეტად სჭირდებით.
არ შეაშინოთ ბავშვები "ბუათი", "გუდიანი კაცით" და ა.შ ... ეს ასოცირდება მუქარასთან, შანტაჟთან, ბავშვებთან იყავით გულახდილები და სამართლიანები. როდესაც გაიზრდებიან, იგივე პრინციპით იცხოვრებენ - გულახდილობა და სამართლიანობა.
ნუ დაუშლით თამაშს, ეს მათ სჭირდებათ, რომ ისწავლონ, გააცნოობიერონ და განვითარდნენ. მუდამ ესაუბრეთ, ეთამაშეთ, აუხსენით და განუმარტეთ ნივთების დანიშნულება. არ დაუშალოთ თამაში ქვაბებით, კოვზებით. მიეცით საშუალება 1 წლიდან ბავშვს, თავად დაიჭიროს კოვზი ხელში და დამოუკიდებლად სცადოს ჭამა.

გასხსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თქვენი შვილისთვის მისაბაძი ადამიანი. თქვენი აღზრდის მეთოდი განაპირობებს მის მომავალ ცხოვრებას და ასევე თქვენს მომავალსაც.
0
15
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თორთლაძე
მარიამ თორთლაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0