x
image
alex999
Mediator image
პირველად 100 წლის შემდეგ...

ბიოლოგებმა კენიაში პრიალა შავი ლეოპარდი დააფიქსირეს, პირველად 1909 წლის შემდეგ, როცა ცხოველი უკანასკნელად აღბეჭდეს ფირზე. სან-დეიგოს ზოოპარკის მეცნიერის, ნიკ პილფოლდის განცხადებით, მათ ძალიან გაუმართლათ, როცა ლეოპარდს ვიდეო გადაუღეს. ბიოლოგთა ჯგუფმა ლოისაბის ნაკრძალში სპეციალური კამერები მოათავსა, რათა ლეოპარდთა პოპულაციისთვის ეთვალთვალათ. სწორედ მაშინ გაიგეს დაუდასტურებელი ცნობები შავი ლეოპარდის შესახებ.


image


შავი ლეოპარდი - შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ფერის ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ფერის ლეოპარდებთან შედარებით. ლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ისე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. საკვების მოპოვებისას ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. ლეოპარდი ჩინებული მცოცავია და იგი მსხვერპლს მაღალ ხეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად. მაკეობა გრძელდება 99 დღე-ღამემდე. შობს 1-3 უსუსურ ბოკვერს. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მათი მსხვერპლის რიცხვს მიეკუთვნება, როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას ისინი დიდ დროს უთმობენ. ლეოპარდი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

image


პირველად 100 წლის შემდეგ, აფრიკაში შავი ლეოპარდი შენიშნეს. მკვლევარებმა მტაცებელი კენიაში აღმოაჩინეს. ეჭვების საფუძველზე ჩასაფრებულები, გადაშენების პირას მყოფი ცხოველის ნახვით გაოცებულიყვნენ.


image


ლეგენდარული შავი ლეოპარდი ბოლოს ეთიოპიაში, 1909 წელს იყო შენიშნული. სან დიეგოს ველური პარკის მკვლევარებმა კამერები კერ კიდევ 2018 წელს დაამონტაჟეს კენიის ველურ სამყაროში. ექსპერტების აზრით, მსგავსი ლეოპარდების რაოდენობა დედამიწაზე დიდ იშვიათობას წარმოადგენს. პროცენტული მაჩვენებლით მხოლოდ 11 % -ია დარჩენილი.


image



კატისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მტაცებელი მხოლოდ აფრიკაში ბინადრობს, ბოლო ვერსიებით, აზიის რეგიონებში მათი კვალი 200 წელზე მეტია რაც არ შემჩნეულა.



image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი












<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>


-5 კილოგრამი 10 დღეში - გრეიფრუტის დიეტა

image


რას ჰქვიან თავისუფლება? - ვაჟა ფშაველა

image


მათი დაცვა ვერ შევძელით: 2018 წელს გადაშენებული ცხოველები...

image


დღემდე აქტიური, 6 შოკისმომგვრელი რიტუალი ქალების მიმართ!

image


როგორი იქნება 2019 წელი თევზებისთვის?

image




0
395
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0