x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ მოიპოვება ნატურალური, ბუნებრი ქვები

ქანები

image

დედამიწის ქერქი ქანებისაგან შედგება, ქანები კი, თავის მხრივ მინერალების მცირე ფრაგმენტებისგან არის აგებული. დედამიწის ქერქის შიგა ფენებში წარმოქმნილი გამდნარი და გავარვარებული მასის ანუ ლავის, დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვევის, გაციების და გამაგრების შედეგად იქმნება ვულკანური ქანები. ერთი შეხედვით ქანები უცვლელი გვეჩვენება, მაგრამ ისინი მუდმივად განიცდიან სახეცვლილებას. სიცხე, წნევა და ატმოსფერული აგენტები ქანების გარდაქმნას განაპირობებენ, რაც დროთა განმავლობაში დედამიწის ლანდშაფტის ცვლილებას იწვევს.

ქანების სახეობები

დედამიწის ქერქის ამგები ქანები სხვადასხვა სახისაა. ფორმირებისა და წარმოშობის მიხედვით ქანები 3 ძირითად ჯგუფად იყოფა: მაგიური, და ნალექი და მეტამორფული ქანები.

მინერალები და მათი სიმყარე

მინერალები ქანების ძირითად შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენენ. მინერალების კლასიფიკაცია მათი შემადგენლობისა და შიგა სტრუქტურის საფუძველზე ხდება. მინერალების სიმკვრივე 10 ბალიანი სკალით ისაზღვრება. აერთიანებს რბილ და მყარ მინერალების. რომლებიც ისეთი თანმიმდევრობითაა დალაგებული, რომ ყოველი წინა მინერალი მომდევნო მინერალით იკაწრება.

1.ტალკი

imageტალკი ყველაზე რბილი მინერალია.

2. თაბაშირი

imageimage
თაბაშირი იკაწრება ფრჩხილით.

3.კალციტი

image

კადციტი ბრინჯაოს მონეტასავით მყარია.

4.ფლუორიტი

image

ფლუორიტი იკაწრება დანით.

5.აპატიტი

image
აპატიტი მიზნით იკაწრება.

6. კალიუმის მინდვრის შპატი

imageკალიუმის მინდვრის შპატი იკაწრება ფოლადით.

7. კვარცი

imageimageimageimageimage
კვარცი იკაწრება გაცხელებული ფოლადით.

8. ტოპაზი

imageimageimage

ტოპაზი იკაწრება უჟანგავი ფოლადის ფურცლით.

9. კორუნდი

imageimageimage

კორუნდი გაკაწვრა შესაძლებელია მხოლოდ ალმასით.

10. ალმასი

imageimageimage


ალმასი ყველაზე მყარი მინერალია

პლანეტაზე მილიონობით წლის წინ მომხდარი ძირეული ცვლილებების შესახებ სრულყოფილ წარმოდგენას ქანების შესწავლა გვიქმნის.

ქანების შემადგენლობა

დედამიწის ქერქის ამგებ მინერალთა ბუნებრივ აგრეგატს ქანები წარმოადგენს. ქანების შემადგენლობა მათივე ტიპს განსაზღვრავს მაგ. გრანიტის შემადგენლობაში კვარცი, მინდვრის შპატი, და ქარსი ( მიკანიტი) შედის. აქედან რომელიმეს დანაკლისი ქანის სახეცვლილებას გამოიწვევს.

800 გრადუსი ცელსიუსი, ეს ის ტემპერატურაა, რომელზეც დნება ქანები და წარმოიქმნება მაგმა.

0
513
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0