x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ქურდული სამყაროს დედოფლის - ოქროსხელება სონკას ისტორია
image
"ოქროსხელება სონკა" არა მხოლოდ გარეგნულად მიმზიდველი გოგონა იყო, არამედ, მას ასევე ჰქონდა გარკვეული ბუნებრივი ქარიზმა და დიდი სამსახიობო ნიჭი. მან ეს ნიჭი აჩვენა არა სცენაზე, არამედ, რეალურ ცხოვრებაში.

მისი მთელი ცხოვრება გამსჭვალულია ავანტიურული თავგადასავლებით და მაქინაციებით, რისთვისაც მან მიიღო მეტსახელი და ასევე, კრიმინალური სამყაროს პატივისცემა.

მისი დაბადების თარიღად ითვლება 1886 წელი, მაგრამ სინამდვილეა თუ არა ეს, არ არის ცნობილი, რადგან სონია მუდმივად აყალბებდა ინფორმაციას, ამიტომ, არავის შეუძლია დარწმუნებული იყოს ნამდვილობაში.

გარდაცვალების თარიღიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ვარაუდი და ვერსიებია, რადგან, არ არის ოფიციალური მონაცემები. ისინი ამბობენ, რომ ის 40 წელზე მეტს ცხოვრობდა, თუმცა, ამ პერიოდში მან მოასწრო ისტორიაში შესვლა და ლეგენდარული ქალი გახდა.


სონკა თაღლითობას და ქურდობას ეწეოდა ყველგან, მისთვის არ იყო მანძილი და ბარიერები. მატარებლით გადაადგილდებოდა ადგილიდან სხვა ადგილზე და განაგრძობდა მუშაობას. იმ დროს ინტერნეტი არ იყო, არც ტელევიზიები, როგორ უნდა სცოდნოდა ხალხს, რომ მათთან ერთად მატარებლის კუპეში იმყოფებოდა სახელგანთქმული ქურდი სონკა და არა მდიდარი ცნობილი ქალბატონი, რომელსაც ხშირად თავს უწოდებდა.

სონკა ფლობდა რამდენიმე ენას და საუბრობდა, როგორც ნამდვილი არისტოკრატი ქალბატონი.

მას ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. მაგალითად, როდესაც ის დაიჭირეს სხვისი ჩემოდნით, მან ოსტატურად განაცხადა, რომ მას სიბნელეში შეეშალა და შეცდომით აიღო სხვისი ჩემოდანი. ის პირდაპირ უყურებდა თანამოსაუბრეს თვალებში და შანსს არ უტოვებდა, ეჭვი შეჰპაროდათ მასში და მას უშვებდნენ.

მის მიერ სასტუმროს გაქურდვის ფაქტები სასაცილო და მარტივი იყო. სონია ფეხზე იცვამდა უქუსლო ფეხსაცმელს, უხმაუროდ შედიოდა უცხო ნომრებში და იღებდა რაც ღირებული იყო - ფული, სამკაულები და ისევე, უხმაუროდ გადიოდა.. თუ ადამიანი გამოიღვიძებდა, ის ძალიან გაკვირვებული სახით ეუბნებოდა, რომ შემთხვევით აერია ნომრები. საოცარია, მაგრამ ეს ფაქტი ჭრიდა.

ის შედიოდა საიუვილერიო მაღაზიებში, ძვირფას ქვებს ოსტატურად ცვლიდა ან ფრჩილების ქვეშ მალავდა ბრილიანტებს.

ცნობილია, რომ ის ადამიანური საქციელითაც გამოირჩეოდა: მაგალითად, ერთ-ერთი მორიგი ქურდობის შემდეგ, მან გაზეთებში წაიკითხა, რომ ქვრივი მარტო ზრდიდა ორ ქალიშვილს და მან ყველაფერი უკან დაუბრუნა.

სონიას ჰყავდა ქმარი და შვილები, მაგრამ ის თავის საქმებს არ ღალატობდა.

თუმცა, სონიამ დიდხანს ვერ მოახერხა ხანგრძლივი და მზრუნველი ცხოვრება დაუსჯელად. ის დაიჭირეს და 1880 წელს ირკუტსკის რაიონში გაგზავნეს, მაგრამ იქიდან ის გაიქცა. 5 წლის მერე ის კვლავ დაიჭირეს ქალაქ სმოლენსკში, მაგრამ მან ისევ მოახერხა ციხიდან გაქცევა. მესამედ სონია დაიჭირეს და გადაასახლეს სახალინზე.

ამის შემდეგ, მისი ბედი უცნობია. ზოგს მიაჩნია, რომ ის არ დაბრუნდა იქიდან; ზოგი ფიქრობს, გათავისუფლების შემდეგ მისმა ქალიშვილმა წაიყვანა და მასთან ცხოვრობდა წყნარი ცხოვრებით; ხოლო, ზოგი ამბობს, რომ გათავისუფლების მერე მას ჰქონდა ქარიშხლიანი რომანი სახალინზე.

თუმცა, ყველა მოსაზრების მიუხედავად, ვაგანკოვსკის სასაფლაოზე დგას მისი ძეგლი. ეს ადგილი დღემდე საკულტო ადგილად ითვლება. ძეგლზე გაკეთებულია წარწერები დახმარების და ქურდად კურთხევის თხოვნით.


image

0
925
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
925
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0