x
image
გემი დალანდი
ფილტვების გაწმენდა მათთვის, ვინც სიგარეტს თავი დაანება
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ მოწევა ადამიანის ჯანმრთელობას ძალიან აზიანებს. განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშაა ფილტვები. კვამლი, რომელსაც მწეველები ყლაპავენ, სასუნთქი გზების ლორწოს აზიანებენ. ამასთან, ეს კვამლი ტოქსინებს შეიცავს, რომლებიც უამრავ დაავადებებს იწვევენ.

მწეველის ფილტვები მუქი შეფერილობისაა, მათში ლორწო გროვდება, წვრილი სისხლძარღვები კი საერთოდ იხშობა. შედეგად, ირღვევა სასუნთქი სისტემის მუშაობა. თავს იჩენს ხრინწი, ხველა და ქოშინი.

თუ გადაწყვიტეთ, რომ მოწევას თავი დაანებოთ, თქვენს ფილტვებს მაინც დასჭირდებათ დამატებითი დახმარება, რომ ტოქსინები გამოიდევნოს.

გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევის შემდეგ.


image

1.გაწმენდა შვრიით

შვრია, რძესთან ერთად, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ. დაასხით ერთ ჭიქა შვრიის მარცვალს 0, 5 ლიტრი ახალი რძე და წამოადუღეთ. დაუწიეთ ცეცხლს და იქამდე ადუღეთ, სანამ რძის ნახევარი არ აორთქლდება. დროდადრო მოურიეთ.

შედეგად უნდა მიიღოთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა ღია ყავისფერი თხიერი ფაფა. მიიღეთ ეს რაოდენობა ერთჯერადად, თბილი, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, ყოველდღე. უკვე 5-7 დღის შემდეგ ფილტვების გასუფთავება დაიწყება, ამ დროს შესაძლოა ხველამ შეგაწუხოთ და მომწვანო-მონაცრისფრო სქელი ნახველიც გაჩნდეს.


2. თავშავას და იის ნაყენი

ამ მცენარეების ნახარში წამწამოვანი ეპითელიუმის სტიმულირებას ახდენს, რომელიც სასუნთქ გზებში გვხვდება. ნახარშის მოსამზადებლად, ერთ სუფრის კოვზ სამფერა იას და ერთ სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 0, 5 მდუღარე წყალი. შეფუთეთ პირსახოცით და გააჩერეთ ერთი საათით.

მიიღეთ თბილი სახით, დღეში რამდენჯერმე. არ დაუმატოთ შაქარი. თუ ამ ნახარშს რეგულარულად მიიღებთ, ფილტვები მალე გაგისუფთავდებათ, თანაც, არც ხველა შეგაწუხებთ.


3.ინჰალაცია

ინჰალაცია ასევე ერთ-ერთი ეფექტური გზაა სასუნთქი გზების გასაწმენდად. ეს პროცედურა ასე უნდა ჩაიტაროთ:ემალის ქვაბი წყლით გაავსეთ და დადგით ქურაზე. როცა წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ჩაუმატეთ წყალში ერთი ჩაის კოვზი ფიჭვის, მაიორანის ან ევკალიპტის ეთერზეთი. წამოიფარეთ პირსახოცი, დაიხარეთ ქვაბზე და ისუნთქეთ ორთქლი 5-10 წუთით. ისუნთქეთ მხოლოდ პირით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.


4.რძე

რძე ყველაზე ცნობილი საშუალებაა ტოქსინებისგან ფილტვების გასაწმენდად. დალიეთ თბილი რძე ყოველდღე, ძილის წინ. იმისთვის, რომ ეფექტი გააძლიეროთ, გახსენით რძეში ერთი ჩაის კოვზი თაფლი ან ერთი წვეთი წიწვოვანი ეთერზეთი.

0
717
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
717
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0