x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მაურიო იკარდის ყოფილი პორნომსახიობი ცოლის გამო კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

image

იტალიური საფეხბურთო კლუბის, "ინტერის" ლიდერს, მაურო იკარდის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, ასევე, იგი არ გაფრინდა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩზე. მაინც რა მოხდა?ყველაფრის მიზეზია მისი ცოლი, ყოფილი პორნომსახიობი ვანდა ნარა, რომელც ფეხბურთელმა თავის დროზე საუკეთესო მეგობარს "შეაწერა".


ვანდას და მაუროს ისტორია ერთი დიდი სკანდალია საზოგადოების თვალში. იკარდიმ მომავალი ცოლი ჯერ კიდევ "სამპდორიაში" თამაშის დროს გაიცნო. არგენტინელი ფეხბურთელი ხშირად სტუმრობდა სახლში თავის თანამემამულეს, მაქსი ლოპესს(ამჟამად "ტორინოში" თამაშობს) და ზუსტად იქ თვალი დაადგა ლოპესის ცოლს, ყოფილი პორნომსახიობს, ვანდა ნარას.

image

ბოლო-ბოლო, თანამემამულეს ცოლი "შეაწერა", ოფიციალურად მასზე დაქორწინდა, მისი სამი შვილიც იშვილა და ორიც საკუთარი გაუჩნდათ, თუმცა ბედნიერმა ოჯახურმა ცხოვრებამ პირდაპირ იმოქმედა იკარდის კარიერაზე, ყოველ შემთხვევაში, არგენტინის ნაკრებში.



მოკლედ, ლიონელ მესი მეგობრობს ლოპესთან და შესაბამისად, იკარდისაც აღარ დაუძახეს ნაკრებში, მათ შორის, იკარდიმ ბოლო, რუსეთში ჩატარებული ჩემპიონატიც გამოტოვა.

image

ახლა კი პრობლემები "ინტერში" - იგი საუკეთესო მოთამაშე და ბომბამდირია, თუმცა როგორც ჩანს, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას აღარ სურს მასთან კონტრაქტის გაგრძელება, კაპიტნის სამკლაური გადასცეს მეკარეს, სამირ ხანდანოვიჩს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობას ყელში ამოუვიდა მისი პრეტენზიული ცოლი, რომელიც თან მისი პირადი წარმომადგენელია და ყველაფერში ცხვირს ყოფს.

image

როგორც ჩანს, მეგობრისგან წამოყვანილი ცოლი ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

1
503
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
503
  
2019, 19 თებერვალი, 1:00
ისევ ქალი თუ მოგიღებს ბოლოს ????????????????????
0 1 1