x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კოლუმბიაში გაასამართლეს მამაკაცი,რომელმაც 276 ბავშვი გააუპატიურა

image

კოლუმბიის სასამართლომ 60 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სერიულ პედოფილს, ხუან კარლოს სანჩეს ლატორე(Juan Carlos Sánchez Latorre ), რომელმაც 2007-2008 წლებში სექსუალურად იძალადა 276 ბავშვზე. იმ დროს მამაკაცი 30 წლის იყო და სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული იყო ფსევდონიმით Big Bad Wolf, რა დროსაც იგი ავრცელებდა ან ცვლიდა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეომასალას, ამასთანავე, პედოფილი უკავშირდებოდა მცირეწლოვან ბავშვებს და პირადად ხვდებოდა სავაჭრო ცენტრების მიდამოებში, ფულის სანაცვლოდ მათთან ამყარებდა სექსუალურ კავშირს, უარის შემთხვევაში თავს ესხმოდა ბავშვებს და მათზე ძალადობდა.

image


ხუან კარლოს სანჩესი შარშან დააკავეს ვენესუელაში, რის შემდეგაც მოხდა მისი კოლუმბიაში ექსტრადირება. მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა ვენესუელაში ყალბი დოკუმენტებით.

image



სასამართლოს მსლელობისას სერიულ პედოფილს დაუმტკიცდა სექსუალური ძალადობა 276 გოგონაზე და ბიჭუნაზე, გამოძიება ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, სერიულ პედოფილს ამ 10 წლის განმავლობაში ვენესუელაშიც აქვს დანაშაულები ჩადენილი.

ხუან კარლოს სანჩეს ლატორესს 60 წელიწადი მოუწევს ციხეში ყოფნა.

imageიხილეთ კრიმინალური ამბები

1
331
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
331
  
19 თებერვალი, 1:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1