x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"გილოცავთ წმინდა ვალენტინის დღეს"! - ვალენტინობის ისტორია და მილოცვები სოციალურ მედიაში
imageimage

წმინდა ვალენტინის დღე ანუ შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან.ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისია (ძველი სტილით, 6 ივლისი). 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ამ დღეს აღარ აღნიშნავს. 14 თებერვლის რომანტიკულ სიყვარულთან ასოცირებას სათავე დაუდო ჯეფრი ჩოსერმა შუა საუკუნეების მიწურულს.

გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა. წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი — ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.

269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.


ვალენტინობას გილოცავთ! - ვარსკვლავები ერთმანეთს იწვევენ ამ რომანტიკულ დღესასწაულზე და 14 თებერვალს რომანტიკულად სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს. ასე რომ, ბუნებრივია, ვარსკვლავები და მდიდარი წყვილები ერთმანეთს სასიყვარულო გულებს უგზავნიან. გამორჩეული იყო დევიდ და ვიქტორია ბექჰემების მიერ ინსტაგრამზე გაზიარებული სიყვარულის სიმბოლოების პატივისცემა.imageეს შესანიშნავი ბექჰემების წყვილი 2019 წლის 4 ივლისს ქორწინების 20 წლის თარიღს აღნიშნავს. ზუსტად 20 წლის წინ იქორწინა წყვილმა დუბლინში, მაშინ როდესაც დევიდი "მანჩესტერ იუნაითედის" ამომავალი ვარსკვლავი და ვიქტორია ცნობილი ჯგუფის "The Spice Girls" მომღერალი იყო.imageინსტაგრამზე ვარსკვლავებმა ძალიან თბილი და რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნეს.image Jacqueline Jossa and Dan Osborne.imageKatya Jones and Neil Jones.imageGemma Atkinson Gorka Marquez.imageEmma Bunton Jade Jones.imageJack and Dani 'Happy Valentine’s Day .imageRochelle Humes.imageKelly Brook Jeremy Parisi.imageKyly and Michael Clarke. განსაკუთრებული სითბოთი და უსაზღვრო რომანტიკით არის გაჟღენთილი რიო ფერდინანდის ინსტაგრამი, სადაც ვარსკვლავმა ასეთი კომპოზიცია გააზიარა.imageKate Wright Rio Ferdinand.image






0
166
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0