x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე გიგანტური ზომის დინოზავრი, რომელსაც კი ოდესმე დედამიწაზე უარსებია
სეისმოზავრი

სეისმოზავრი – ასე ეწოდება გიგანტურ დინოზავრს, რომლის ნაშთები მეცნიერებმა პირველად 1979 წელს აღმოაჩინეს. მოგვიანებით – 1985 და 1988 წლებში იპოვეს მისი კიდევ უფრო მეტი ნაშთი, კერძოდ, ხერხემალი, ზურგის ნაწილი და ნეკნი.


პალეონტოლოგი დევიდ ჟილეტი, რომელმაც ეს გასაოცარი ცხოველი პირველმა აღწერა, ამტკიცებს, რომ სეისმოზავრი 39 მეტრის სიგრძის იყო. თუმცა არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთებიც, რომ ეს გიგანტური ზომის რეპტილია 50 მეტრის სიგრძის გახლდათ.


წონას რაც შეეხება, ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ სეისმოზავრი 80 ტონას იწონიდა. სხვები ვარაუდობენ, რომ ის 100 ტონაზე ნაკლები არ ყოფილა.



ნამარხი ნაშთების აღმოჩენის პროცესი გრძელდება და შესაძლოა, არცთუ ისე შორეულ მომავალში საბოლოოდ მოეფინოს ნათელი იმას, 80 ტონას იწონიდა თუ 100 ტონას სეისმოზავრი. ფაქტი ერთია: თუნდაც 80 ტონა ყოფილიყო, ეს განა ცოტაა? წარმოიდგინეთ, 16 აფრიკული სპილო რომ ერთმანეთზე გადააბა ან 20 სატვირთო მანქანა, თითო 4 ტონა წონით.


თუმცა, სხეულის ამხელა ზომების მიუხედავად ტვინი ძალიან პატარა ჰქონდა სეისმოზავრს: ჩვეულებრივი კაკლის ზომის ან ოდნავ უფრო დიდი. ეს შტერი ცხოველი საკუთარ თანამოძმეებსაც ვერ სცნობდა. ერთადერთი, რაც მან იცოდა, ჭამა იყო. ჭამდა, ჭამდა და ჭამდა.

0
199
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0