x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ვიკვებოთ ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ: 2 წესი და 8 პრინციპი
წიგნის „მარტივი და მსუბუქი რეცეპტები ყოფილი მსუქანასგან“ ავტორმა, ანა ოსტერმა 3 წელში 35 კგ-ის დაკლება შეძლო და უკვე 18 წელია ოპტიმალურ წონას ინარჩუნებს ისე, რომ საკუთარ თავს აკრძალვებით და შეზღუდვებით არ ტანჯავს. ეს როგორ მოახერხა?

image

პირველი წესი: თუ წონაში დაკლება და შედეგის გამყარება გსურთ, კერძების მომზადება უნდა ისწავლოთ. ნახევარფაბრიკატებში, მზა სადილებში, ძეხვებსა და შებოლილ პროდუქტებში ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ცუდად დაბალანსებულია. ისინი ბევრ შაქარს და მარილს, ასევე დანამატებს და კონსერვანტებს შეიცავს, რომლებიც მეტაბოლიზმს ანელებს და ორგანიზმის დამჟავებას იწვევს.


მეორე წესი: წონაში დასაკლებად, უნდა ჭამოთ. სწორედ ასე! ფორმაში რომ დარჩეთ, შიმშილობა არ შეიძლება. შეზღუდვები შეუცვლელად ორგანიზმის დაშლას იწვევს. ორგანიზმს საჭირო რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები და კალორიები სჭირდება.


თუმცა, დღეში 1400-1800 კალორიას არ უნდა გადააჭარბოთ. ზუსტი რაოდენობა ინდივიდუალურად გამოითვლება, რომლებიც ადამიანის კონკრეტული პარამეტრების და ცხოვრების წესის მიხედვით გამოითვლება. გარდა ამისა, 8 პრინციპი უნდა გაითვალისწინოთ.


image

1.ნოყიერი საუზმე

დიეტოლოგები ერთხმად ამბობენ, რომ სრულყოფილი საუზმე წონის მომატებას თავიდან აგაცილებთ. ის, რასაც შუადღემდე ღებულობთ, ენერგიას განიჭებთ და ბოლომდე იწვება. დილით მთელი მარცვლეული, კაკალი და ჩირი, რძის პროდუქტები, ხილი და კენკრა მიირთვით. სმუზები მოამზადეთ. ეს ახალი დღის შესანიშნავი დასაწყისი იქნება.


2.ვალსის რიტმში

მიირთვით თვლით 1-2-3. სპეციალისტების აზრით, დღეში სამჯერ საკვების მიღება იდეალურია. ასე ძლიერ შიმშილობას და შედეგად წონაში მომატებას თავიდან აიცილებთ.

დღის რეჟიმის შეცვლა არ შეგეშინდეთ. სადილობა როგორც შუადღეს, ასევე დღის 2 საათზე შეგიძლიათ. ვახშმობა კი როგორც 7 საათზე, ასევე 10 -ზე, თუ თქვენ გვიან წვებით. მთავარია - არცერთი კვების მიღება არ გამოტოვოთ.


3.მცენარეული ბოჭკოები

საკვების თითოეული მიღება უნდა შეიცავდეს ნედლ ბოსტნეულს, მარცვლეულს, მოხარშულ მწვანე ბოსტნეულს, მათ შორის მწვანე ლობიო, ისპანახი, კომბოსტო, ბროკოლი. ეს პროდუქტები საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და წონის გაკონტროლების საშუალებას მოგცემთ.


4.რთულ ნახშირწყლებზე უარი არ თქვათ

ცილოვანი დიეტების დროს რაციონიდან ხშირად ნახშირწყლებს, მათ შორის ხილს გამორიცხავენ. რა თქმა უნდა, მარტივ შაქარზე (ტკბილეული და გამომცხვარი პროდუქტი) სჯობს უარი თქვათ. ხოლო ზომიერად რთული ნახშირწყლების მიღება ენერგიით აგავსებთ. უფრო გონივრული იქნება მათზე უარი არ თქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი კუნთებში შემავალი პროტეინებით გამოკვებას დაიწყებს. ასე რომ, დღეში ერთხელ ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო ან ხილი თამამად შეჭამეთ.


5.ცხიმი თქვენი მეგობარია

ცხიმიანი პროდუქტებში დიდი უბედურება არაა. 9%-იანი ხაჭო უფრო მარტივად აითვისება, ვიდრე უცხიმო. ზეითუნის ზეთი ორგანიზმისთვის საჭირო ნახევრად გაუჯერებელ მჟავებს შეიცავს, ხოლო კარაქი D და E ვიტამინების დეფიციტს შეავსებს.


6.პროტეინები - საფუძველია

იდეალური იქნება, თუ ყოველი საკვების მიღების დროს მინიმუმ 70-100 გრ ხორცს, თევზს, კვერცხს, რძის პროდუქტს მიიღებთ. ისინი ცილების წყაროა. პირველ რიგში, ცილები დიდხანს დანაყრების შეგრძნებას იძლევა, რაც მადის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. მეორე მხრივ, ნახშირწყლებთან ერთად მათი მიღება სისხლში შაქრის და ინსულინის დონეს ამცირებს. და ბოლოს, ცილები კუნთების სამშენებლო მასალაა. თუ ვარჯიშობთ, ის კუნთების მასას ზრდის, მასთან ერთად დღის განმავლობაში მიღებული კალორიები იწვება.


7.წყალი, რამდენიც გინდათ

დღეში 2 ლ წყალი დალიეთ, ასე ორგანიზმს ტოქსინების მოშორებაში დაეხმარებით. ასევე კარგი იქნება, თუ ბალახების ნაყენებს დალევთ.

თუ 1 ჭიქა წყალს 1-2 ჩ/კ ვაშლის ძმარს, ნიახურის ან პიტნის ნაყენს დაუმატებთ, მიიღებთ სასმელს, რომელიც ცხიმის წვის პროცესს დააჩქარებს. ხოლო ჩაი ბადიანის ან ანისის დამატებით მუცლის შებერილობას მოგაშორებთ.


8.ბოსტნეულის წვნიანი

ის ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებს და ცხიმის დაგროვებას აფერხებს. ბოსტნეულის წვნიანის მომზადება ძალიან მარტივია. სტაფილო, ხახვი, ჭარხალი, 2 ღერო ნიახური, პომიდორი და ნივრის კბილი დაჭერით და ცივი წყალი დაასხით. ბეგქონდარას და ოხრახუშის კონა, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. შეგიძლიათ სადილის ან ვახშმის დროს მიირთვათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

განმტვირთველი ვახშმის სტრატეგია. მთელი დღე ის მიირთვით რაც გსურთ, დილით კი 1, 5-2 კგ დაკლებული გექნებათ


რა უნდა მიირთვან ქალებმა 30, 40, 50, 60 წლის ასაკში?


თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში.


მხოლოდ ერთი კოვზი დილით და საღამოს 2 კგ გაქრება. ეს ლიპოქსაციაზე უკეთესია


იდეალური ფორმულა! ეს სასმელი ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ


კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი


11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით


შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში


სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?


1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ


რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
855
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
855
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0