x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508495
როგორ უნდა მოვხარშოთ მაკარონი სწორად
მაკარონი თითქმის ყველასთვის საყვარელი და გემრიელი საკვები პროდუქტია. ითვლება, რომ მაკარონი ექსკლუზიურად იტალიური კერძია, მაგრამ მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამზადებენ და ყიდიან.

მაკარონს ყველა განსხვავებულად ამზადებს. თუმცა, მისი უბრალოდ მოხარშვა საკმარისი არაა. აუცილებელია, მაკარონი სწორად მოხარშოთ, რომ გემრიელი კერძის რეცეპტი არ გააფუჭოთ. მაკარონის მომზადებასაც თავისი საიდუმლო აქვს.


როგორ ავირჩიოთ მაკარონი სწორად

image

პირველ რიგში, კარგი ხარისხის მაკარონი უნდა აარჩიოთ. საუკეთესოდ მყარი ხორბლის ჯიშისგან დამზადებული მაკარონი ითვლება. ის ბევრად უფრო ძვირია, სამაგიეროდ, ერთმანეთს არ ეკვრის და მომზადების პროცესში არ იშლება. ასეთი მაკარონი ძალიან სასარგებლოა და მისი მოხმარება დიეტაზე მყოფ ადამიანებსაც შეუძლიათ.

შესყიდვის დროს უპირატესობა გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებულ მაკარონს მიანიჭეთ. მასში ფქვილის მტვერი არ უნდა იყოს. ყოველთვის გლუვი ზედაპირი უნდა ჰქონდეს.


ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ჩვეულებრივ, ფქვილის და წყლის გარდა მაკარონში არაფერი არ უნდა იყოს. იშვიათ შემთხვევაში კვერცხს უმატებენ.

თუ ფერადი მაკარონი მოგწონთ, შემადგენლობაში მხოლოდ ნატურალური საღებავები უნდა შედიოდეს. თუ შეფუთვა დაზიანებულია, მაკარონი ბევრ ტენს შეიწოვს და ეს მასზე უარყოფითად იმოქმედებს. პროდუქტის მომზადების და შენახვის ვადას ყურადღება მიაქციეთ.

image


როგორ მოვხარშოთ მაკარონი სწორად

1.სქელ და ღრმა ქვაბში 1 ლ წყალი ჩაასხით.

2.ნახევარი ჩ/კ მარილი დაუმატეთ.

image

3.დაამატეთ 1 ს/კ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, რომ მაკარონი ხარშვის დროს ერთმანეთს არ მიეკრას.

4.წყლის ადუღებას დაელოდეთ.

5.როგორც კი ეს მოხდება, წყალში მაკარონი ჩაყარეთ.

image

6.კარგად აურიეთ.

7.ხარშეთ 7-10 წუთით. შეფუთვაზე მაკარონის მომზადების ვადას აუცილებლად დახედეთ.

image

8.აუცილებლობის შემთხვევაში მაკარონი შეამოწმეთ.

9.დაუმატეთ 1 ს/კ კარაქი და კარგად აურიეთ.

image

რჩევები მაკარონის ხარშვის დროს

ეცადეთ, მაკარონი დიდი მოცულობის ქვაბში მოხარშოთ, რომ პროდუქტი ერთმანეთს არ მიეკრას.

გაზი მაღალ ტემპერატურაზე უნდა იყოს აწეული. თუ მაკარონის დამატებამდე წყალს მარილს მოაყრით და თავსახურს მჭიდროდ დაახურავთ, წყალი მნიშვნელოვნად სწრაფად ადუღდება.

image

გრძელი სპაგეტი არასდროს არ გადატეხოთ. ასე მხოლოდ მაშინ მოიქეცით, როცა ეს რეცეპტით არის გათვალისწინებული, ან ქვაბი ძალიან პატარაა. სხვა შემთხვევაში მაკარონი წყალში ძალიან სწრაფად ჩაეფლობა.

მაკარონის წყალში მოხვედრის შემდეგ წყალი დუღილს წყვეტს. ამ დროს აუცილებლად აურიეთ და ცოტა ხნით თავსახური დაახურეთ, სანამ წყალი მეორეჯერ არ ადუღდება. შემდეგ თავსახური ახადეთ და მოხარშვა გააგრძელეთ, მაკარონს აურიეთ.

image

იმდენი ხნით მოხარშეთ, რამდენიც შეფუთვაზე არის მითითებული. ინსტრუქცია ყოველთვის აუცილებლად წაიკითხეთ, რადგან მაკარონის სხვადასხვა სახეობას მოხარშვის სხვადასხვა დრო სჭირდება.

სუფრაზე ყოველთვის ცხელი მაკარონი გაიტანეთ. მაცივარში შენახვის შემდეგ გემოს დაკარგავს.

მოხარშვის შემდეგ 2-3 კოვზი ნებისმიერი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.


როგორ მოვხარშოთ მაკარონი მულტისახარშში

1.პირველ რიგში, მშრალი პროდუქტი ჭიქაში ჩაყარეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტი მოცულობაში 3-ჯერ გაიზრდება.

image

2.იმდენი წყალი დაასხით, რომ პროდუქტი წყლით 2 სმ-ით დაიფაროს.

image

3.კარაქი დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და მიკროსახარშში მოათავსეთ.

image

4.საჭირო რეჟიმი ჩართეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რეჟიმი იქნება: „ორთქლზე“ „პასტა“, „ფლავი“. ნახეთ, რომელი ფუნქციები გამოიყენება ღუმელში.

5.დრო დააყენეთ და ჩართეთ.

6.დროის გასვლის შემდეგ, გამოიღეთ და კარგად აურიეთ.

image

7.შეგიძლიათ სუფრაზე გარნირის ან თავისუფალი კერძის სახით გაიტანეთ.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს


როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში


სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება


“მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?


მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში


გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!


როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები


სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!


5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
8634
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
8634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0