x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თავდასხმა მაზარ-ი-შარიფში: ქართველებმა გერმანელებს სულზე მიუსწრეს!

image


ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვის შემდეგ, ქართველ სამხედროებს ერთ-ერთ, ყველაზე რთულ სამხედრო ოპერაციაში მოუხდათ მონაწილეობა, რომელიც წარმატებით და რაც ყველაზე მთავარია, უდანაკარგოდ გადაჭრეს.


2016 წლის 10 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე, ჩრდილო ავღანეთის, ბალხის პროვინციის მთავარ ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა მოძრაობა „თალიბანიდან“ გერმანიის საკონსულოს აფეთქება სცადეს.
თავდასხმაში ოციდან-ოცდაათამდე ტერორისტი და ორი თვითმკვლელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ქვანახშირით და მასში დამალული ტროტილით, დატვირთულ სატვირთო მანქანებს მართავდნენ.

ერთმა მათგანმა ავტომანქანა ქალაქის ცენტრში, Masar Hotel-თან ახლოს ააფეთქა, მეორე კი პირდაპირ დაცულ ტერიტორიაზე შევარდა, სადაც გერმანიის საკონსულოა განლაგებული.

მართალია, საკონსულოს დაცვის სამსახურმა მოასწრო რეაგირება და ცეცხლი გახსნა, თუმცა აფეთქება თავიდან ვერ აიცილა. მას შემდეგ რაც, თითქმის მთლიანად ჩამოინგრა საკონსულოს ტერიტორიის დამცავი - უსაფრთხოების კედელი, დაიწყო ორმხრივი სროლა. თალიბებმა საკონსულოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ არა დამხმარე ძალა, 2012 წლის 11 სექტემბრის, ბენღაზის მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა. ერთ-ერთმა პირველმა, გერმანელებს დახმარება სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა აღმოუჩინა, მათთან ერთად, დასახმარებლად ასევე მივიდნენ, ავღანელი, ბელგიელი და ლატვიელი სამხედროები.
ბრძოლა, მთლიანად ჩაბნელებულ მაზარ-ი-შარიფის ცენტრში, თითქმის, ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც თალიბებმა უკან დაიხიეს. კოალიციის ჯარისკაცებმა კი გერმანიის საკონსულოს 21 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს:
„ქართველებმა იმოქმედეს მყისიერად. ჩვენმა ოცეულმა, რომელიც იმყოფებოდა სწრაფი რეაგირების ამოცანით, ადგილზე გასვლის შემდეგ მოიგერია, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი და სწრაფად მოხდა გერმანიის საკონსულოს დიპლომატების უსაფრთხო ადგილზე ევაკუირება.“

აფეთქების შედეგად, მაზარ-ი- შარიფის ცენტრში - 6 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაიჭრა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრან ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება და თავდასხმის შეჩერება მხოლოდ დამხმარე ძალების „დიდი სიმამაცისა და პროფესიონალიზმის“ ხარჯზე მოხერხდა, რომლებმაც „საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ“ დააყენეს.
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული, მაზარ-ი-შარიფში 2016 წლის ივლისში იქნა გადასროლილი და ეს დანაყოფი, გერმანიის საზღვრებს მიღმა, ბუნდესვერის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზა „მარმალზე“, სწორედ გერმანული სარდლობის ქვეშ იმყოფება.

თავდასხმამდე 5 დღით ადრე, 5 ნოემბერს, ბაზა „მარმალზე“ გერმანელი, ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სწავლება მოეწყო, რომელსაც გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ვიკერი, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენკი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი იზორია დაესწრნენ.


image

0
476
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0