x
image
თორ ნიკე
Mediator image
მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან


"ქართველთა მთავარმა ძალებმა მაშინ შეიტყვეს ბრძოლის შესახებ, როდესაც მტრის ციხე-სიმაგრიდან ბღავილის ხმა გაიგეს"


მე-13 საუკუნეში საქართველოს ღალატის გზას დაადგა განჯის სახანო. ქართველთა ჯარი შედის განჯაში და ალყაში აქცევს ციხეს. დაზვერვაზე გადის 3000 ქართველი. ეს 3000 მზვერავი ძალიან დაშორდა მთავარ ქართულ ძალებს. ეს შეამჩნიეს განჯელებმა, ციხის კარი გააღეს და 15 ათასი მეომარი გამოუშვეს საომრად. სამიათასმა ქართველმა უკან არ დაიხია. დაამარცხა ციხე-სიმაგრიდან გამოსული განჯელები და უკან დახეულ მტერს მიჰყვა ჩეხვით ციხის კარამდე.

ქართველთა მთავარმა ძალებმა, რომლებიც მოშორებით იყვნენ დაბანაკებულნი მხოლოდ მაშინღა შეიტყვეს მიმდინარე ბრძოლის შესახებ, როდესაც განჯელთა გალავნის შიგნიდან ხმაური მოეფინა არე-მარეს და დამარცხებას იგლოვდნენ.


მე-16 საუკუნეში განსაკუთრებულად სასტიკად გვებრძოდა დაღესტნელთა ერთი თემი, რომელიც საზღვართან ახლოს იყო. მუდმივად აწიოკებდა საქართველოს. სხვა გზა არ იყო - თუშ-ფშავ-ხევსურთა და კახთა ჯარი შედის დაღესტანში და ის თემი დედა-ბუდიანად იქნა ამოწყვეტილი. ეს საკითხი გაშუქებული აქვს დიდ ქართველ მწერალს - ლევან გოთუასაც. ცნობილია, რომ ამ ეპიზოდს თავიდან არ უბეჭდავდნენ.


მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან


მე-18 საუკუნის დასაწყისში ავღანურ ციხე-სიმაგრეებს მიადგნენ ქართველები. ის ციხე-სიმაგრეები აუღებლად ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში. ქართულ სამხედრო შენაერთებში იყვნენ საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ქართველები. მათ ყველა ციხე აიღეს, რომელსაც მიადგნენ. ქართველებმა გააოცეს პუშტუნთა, ბელუჯთა და აბდალთა მამაცი ტომები. ქართველთა ბრძოლების ეს ეპიზოდები ისწავლება ავღანეთში და ჩვეულებრივი ხალხი დღესაც მოგიყვებიან ქართველთა ამ გმირობების შესახებ.


ავღანელებმა დაიპყრეს ირანი, დაამხეს სეფიან შაჰთა დინასტია და შაჰად ავღანელი დასვეს. თავადვე წერენ ირანის ისტორიკოსები, რომ საკმარისი იყო გამოჩენილიყო ათასი ქართველი მეომარი და სეფიანთა დინასტია არ დაემხობოდა, ავღანელები უკან დაიხევდნენ, მაგრამ ქართველებმა არ გადაარჩინეს სეფიანთა დინასტია.

ქართველები საუკუნეების განმავლობაში გაშლილი დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში და ქრისტიანობის დიდ დამცველებად ითვლებოდნენ ევროპასა და აღმოსავლეთში. (ავტ. გიორგი ქართველიშვილი. წყარო: "ქართლის ცხოვრება" და "ისტორიული ნარკვევები")





ასევე დაგაინტერესებთ:


160 სამეცნიერო სტატია

100 სტატია საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე

სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
406
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0