x
image
ნათია ჩხობაძე
კატა,რომელმაც ბავშვი გადაარჩინა - საინტერესო ლეგენდა ნიდერლანდებიდან

1421 წელს ნიდერლანდები საშინელმა წყალდიდობამ მოიცვა. დაიტბორა 72 სოფელი, დაიხრჩო 100 ათასი ადამიანი.image

ეს მოვლენა 4 საუკუნის შემდეგ ლოურენმა ასახა თავის ნახატში. მხატვარმა ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით დახატა სიუჟეტი, სადაც კატა მძინარე ბავშვთან ერთად ცურავს წყალში. ლეგენდის მიხედვით, კატასტროფის შემდეგ გადარჩენილი მოსახლეობა ერთ ადგილას იყო შეკრებილი, სადაც მიცურდა სწორედ ეს საწოლი. როდესაც საწოლი ნაპირზე მიცურდა, ის მშრალი იყო. მასზე კი, კატა იჯდა . ადამიანები გაოცდნენ, როდესაც საწოლში დაინახეს მშვიდად დაძინებული ბავშვი. კატა საწოლის მეორე მხარეს იჯდა, რომ დაეცვა ბალანსი და ბავშვის მხარე არ ჩაძირულიყო. სურათზე ასახულია კატა, რომელმაც გადაარჩინა ბავშვი და გაჩნდა საინტერესო ლეგენდა, რომელიც შესაძლებელია, მართლაც შეესაბამება რეალობას.

0
137
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0