x
image
Yoona
Mediator image
8 რამ, რაც შეტყობინებაში არ უნდა დაწეროთ
ოდესმე გინანიათ, რომ შეტყობინება გააგზავნეთ?ან მიგიღიათ სმს, რომელმაც უხერხულობაში ჩაგაგდოთ, გაგაბრაზათ ან ტკივილი მოგაყენათ? თუ ასეა, დაახლოებით ხვდებით, რომ არსებობს რაღაც, რისი განხილვაც პირად საუბარში ღირს.


აი, 8 რამ, რაც ტექსტური შეტყობინების გაგზავნის დროს თავიდან უნდა აიცილოთ

image

1.საჩივრები და ბრალდებები

„ხომ გთხოვე, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს შეტყობინება გამოგეგზავნა“ ან „ჩემი მშობლების მიმართ უფრო კეთილი უნდა იყოთ“.


ადამიანს, ვისთვის ეს შეტყობინებაა განკუთვნილი, თქვენი ხმის ტონის მოსმენა და გზავნილის მნიშვნელობის გაგება არ შეუძლია,

რა არის ეს? ჩივილი, დაშორების მიზეზი თუ გაღიზიანება? თუ ეს უბრალოდ ხუმრობაა?

ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი პრეტენზიები და საჩივრები შეტყობინებით გაგზავნილი არ უნდა იყო. უმჯობესია, ეს ყველაფერი ადამიანს პირდაპირ უთხრათ.


2.შეურაცხყოფა და საყვედური

„შენ ნამდვილი სულელი ხარ“, „ვიცოდი, რომ შენი პუნქტუალურობის იმედი არ უნდა მქონოდა“, ან „ეს ტიპური მამაკაცის პასუხია“.

შეურაცხყოფის ისე, როგორც საჩივრის მიღება სასიამოვნო წასაკითხი არაა. ის ადამიანს აბნევს და უსიამოვნო განცდას არა მხოლოდ საუბრის, არამედ ტელეფონის მეხსიერებაში ტოვებს.

გარდა ამისა, შეიძლება უკვე გაგზავნილის გამო სინანული განიცადოთ, ასევე ინანებთ იმას, რომ ეს მიმოწერა ჩატში დამახსოვრებული დარჩება.

ეცადეთ, სტრესის დონე და ცხოვრებაში ნეგატივი გააკონტროლოთ, შეურაცხყოფის ან საყვედურის შემცველი შეტყობინებები არ გააგზავნოთ.


3.ახსნა და ბოდიშის მოხდა

„ისე დავიღალე, რომ არ მახსოვს, რა ხდებოდა“, „ვფიქრობდი, რომ ბილეთების დაჯავშნის ჩემი იდეა ძალიან მოგეწონებოდა“.

მსგავსი განმარტებები ონლაინ შეტყობინებებში შეიძლება ძალიან რთული იყოს. როგორც არ უნდა ეცადოთ, ყველა აზრის ერთ წინადადებაში მოთავსებას ვერ შეძლებთ.

უმჯობესი იქნება ამის შესახებ არ მიწეროთ, არამედ პირდაპირ ესაუბროთ. ამის ნაცვლად მიწერეთ: „შენს წინაშე ბოდიში უნდა მოვიხადო. შეიძლება ხვალ საღამოს შევხვდეთ? ამის შემდეგ, ცოტა დრო დახარჯეთ, რომ ადამიანს ამის შესახებ პირდაპირ უთხრათ.


4.სხვა ადამიანის ქცევის შესახებ კითხვები, პრეტენზიები

„გუშინ საღამოს რატომ არ დამირეკე?, ან „ჩემზე გაბრაზებული ხარ?

ადამიანს ახსნის შესაძლებლობა მიეცით. ადამიანის ქცევის შესახებ მკითხაობა არ ღირს. თქვენ ადამიანს თვალში უნდა ჩახედოთ, მისი ხმა უნდა მოისმინოთ.


5.მოულოდნელი, განსაცვიფრებელი სიახლეები

„ვფიქრობ, ერთმანეთს უნდა დავშორდეთ“ ან „მე სამსახურიდან გამათავისუფლეს“ - რაღაც მსგავსის სმს-ით მიწერა არ ღირს.

უფრო მეტიც, გლობალური პოზიტიური სიახლეები, როგორიცაა „ვფიქრობ, შეყვარებული ვარ“, „ძვირფასო, ორსულად ვარ“ უმჯობესია ადამიანს ნახვის დროს უთხრათ და არა მიმოწერის დროს.

ადამიანების უმეტესობას არ მოსწონს, როცა განსაცვიფრებელ სიახლეებს შეტყობინებით ატყობინებენ.


6.მძიმე, რთული თემები

თავიდან ტექსტური შეტყობინება მხოლოდ სერიოზული და მძიმე თემებისთვის იყო განკუთვნილი.

მაგ., განქორწინება, ბავშვზე მეურვეობა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უმჯობესია პირისპირ განიხილოთ და არა ტექსტურ შეტყობინებაში. მათ განსახილველად შესაბამის დროს დაელოდეთ.


7.პირადი ინფორმაცია (პირადი მონაცემები, სურათები)

საკრედიტო ბარათების ნომრები, შიშველი სურათები - ყველაფერი, რაც არ გინდათ, რომ შემთხვევით ინტერნეტ სივრცეში მოხვდეს.

საქმე იმაშია, რომ ჰაკერებს თქვენი ნებართვის გარეშე თქვენს შეტყობინებებზე წვდომის მოპოვება შეუძლიათ. ეს ინფორმაცია კი შემდეგ მთელ ინტერნეტ სივრცეში შეიძლება გავრცელდეს. თქვენ ზედმეტი პრობლემები გჭირდებათ? რა თქმა უნდა, არა.


8.საიდუმლოებები

„გიორგიმ არ იცის, რომ მისი მეუღლე ნათია ჩუმად ცოტნეს ხვდება“ ან „იცოდით, რომ მარის ბავშვი ალეკოსგან არ გაუჩენია“

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შეტყობინება სხვამ წაიკითხა. რისკის თავიდან ასაცილებლად მსგავსი სიახლეები უმჯობესია პირისპირ უამბოთ.

ძალიან ხშირად ადამიანები მსგავს შეტყობინებებს მაინც აგზავნით. რატომ იქცევიან ასე? ხშირ შემთხვევაში ორჭოფობის გამო. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანების უმეტესობას კომუნიკაცია უჭირთ. მათთვის შეტყობინების დაწერა და გაგზავნა უფრო მარტივია. ტექსტური შეტყობინება მათ უსაფრთხოების შეგრძნებას აძლევთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

15 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები იწვევს


რომელი ნივთები გაქრება 20 წლის შემდეგ და რატომ აღარ დაგვჭირდება


რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა?


10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს


25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან


რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის


რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?


შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს


7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ


6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ


6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ


4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
518
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
518
  
2019, 19 თებერვალი, 1:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1