x
image
Yoona
Mediator image
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუ მამაკაცმა საყვარელ ადამიანთან ბედის დაკავშირება გადაწყვიტა, ანუ ოჯახური ცხოვრებისთვის უკვე მომწიფდა, ასევე მზადაა საიმედო საცხოვრებელი შექმნას და შვილების ზრუნვაზე პასუხისმგებლობა აიღოს. როგორი იქნება მისი ცოლი და ბავშვებისთვის დედა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? ჰოროსკოპი ამაში გაგარკვევთ.


image

ვერძი

ნიჭიერი, ძლიერი სულის ქალი ვერძი ადაპტირებას და პირობებზე მორგებას ვერ შეძლებს. მას მხოლოდ თანაბარი პარტნიორობა მოსწონს.


ძლიერი შინაგანი ძალების წყალობით, გემის კაპიტნის პასუხისმგებლობას თავისუფლად აიღებს და ამ ადგილიდან მისი გაგდება გაგიჭირდებათ. ქმარს „მართვის“ უფლებას მისცემს, მაგრამ ეს ყველაფერია, რისი იმედიც მეუღლეს შეიძლება ჰქონდეს.

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ეს ქალი პასუხისმგებლობით აღსავსე მეუღლე და დედაა, რომელმაც ზუსტად იცის, ბავშვებს რა სჭირდება. სწორ კვებას და წესრიგს ყურადღებას აქცევს. შეკრებებს არ ტოვებს, ბავშვებისთვის დღესასწაულებს და მოგზაურობებს აწყობს. ასევე მზადაა, წრეებზე სიარულში თავისი დრო დახარჯოს. თავისი მაგალითით შვილებს ასწავლის, რომ სირთულეების არ უნდა ეშინოდეთ და ყოველთვის მიზნისკენ უნდა ისწრაფონ.


კურო

კურო სახლის კარგი დიასახლისია. უფრო მეტიც, ქმრის ნათესავებთან საერთო ენას პოულობს, კარგად ამზადებს, მზრუნველი დედაა. ქორწინებაში სტაბილურობას და უსაფრთხოებას აფასებს.

კარგი გემოვნების მქონეა და მისი სახლი ინტერიერით, სისუფთავით და წესრიგით გამოირჩევა.

კურო რამდენიმე შვილის დედა და კარგი აღმზრდელი იქნება. დედა ბავშვებს სილამაზის გაგებაში დაეხმარება და ასწავლის, როგორ მიაღწიონ სამყაროსთან ჰარმონიას. ბავშვების გარდატეხის პერიოდში პრობლემები მოსალოდნელია, როცა დედა მათზე ზედმეტ ზრუნვას გააგრძელებს.


image

ტყუპები

ცოლის ვაკანსიის შესანიშნავი კანდიდატი, თუ მამაკაცი სახლში ყოფნის მოყვარული არაა და მეუღლესთან აქტიურად დროის გატარების ინტერესს იზიარებს. ახალგაზრდობაში ქალ ტყუპებს ურთიერთობა სურს და მეუღლეს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანს. ოჯახური ბუდის მოწყობას დაახლოებით 40 წლის ასაკში შეძლებს.

ისეც ხდება, რომ ყურებამდე შეყვარებული ცდილობს, კარგი დიასახლისის როლი მოირგოს, მაგრამ ეს იშვიათად გამოსდის.

ტყუპები არა მხოლოდ კარგი ცოლის ნიშანია, არამედ დედის როლსაც სწრაფად ირგებს. პირველი დღეებიდან პატარას სურვილებში მთლიანად იშლება. მშობელსა და ნათესავს შორის კავშირი მთელი ცხოვრება მყარი დარჩება. დედასა და ზრდასრულ ქალიშვილს შორის ურთიერთობა საუკეთესო იქნება.


კირჩხიბი

იდეალური ვარიანტი ბიჭისთვის, ვისთვის სახლი და ოჯახი ყველაზე დიდ ღირებულებად ითვლება. კირჩხიბის მეუღლის მიმართ სიყვარული კარგი სექსის საფუძველი გახდეს, რაშიც სრულყოფილებას მიაღწევს.

ასეთი მეორე ნახევარი სკანდალებს და სცენებს არ მოაწყობს - ამას უბრალოდ ვერ იტანს.

მეუღლე მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ როცა ოჯახში ბავშვი გამოჩნდება, ეს არა მხოლოდ დროს, არამედ მის გულსაც წაართმევს. ბავშვი კირჩხიბის ცხოვრების აზრია. ბავშვების გულისთვის ყველაფერს დათმობს. ნერვიულობა არ ღირს, ყველაფერი „წესების“ ფარგლებში იქნება. კარგიც იქნება, თუ ქმარი მხარს დაუჭერს.


image

ლომი

შთამბეჭდავი თვისებების წყალობით მამაკაცის ცხოვრებაში ადვილად შევა. ის ქმარს იმდენ ბრწყინვალებას დაუმატებს, რომ კონკურენტებს შორის მისი არ შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელია.

დაუყონებლივ უნდა ითქვას, რომ საყოფაცხოვრებო საქმეები მისი არაა. სახლის საქმეებს მხოლოდ მაშინ შეასრულებს, თუ ამის გაკეთება სხვას არავის შეუძლია.

ბავშვებისთვის საუკეთესო მეგობარი ხდება. მათზე ზრუნავს და ცდილობს, რომ ყველაფერი საუკეთესო მისცეს. მიუხედავად იმისა, საკუთარ თავს ბევრ დროს უთმობს, არ ავიწყდება რომ პირველ რიგში დედაა.


ქალწული

იღბლიან ბილეთს მოიგებთ, თუ თავად მორალურ სტანდარტებს აკმაყოფილებთ. თუ პატივისცემის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა, ქალწული იდეალური ცოლი იქნება: მოკრძალებული, კარგად მოვლილი, ორგანიზებული, ეკონომიური. მამაკაცების უმეტესობისთვის ეს ბედის ნამდვილი საჩუქარია.

თუ ბავშვების აღზრდაში მეუღლე ინიციატივას არ გამოიჩენს, ის მშვიდად ყველაფერს თავად გაუმკლავდება. ქმარმა უნდა იცოდეს, მისი პერფექციონიზმი ბავშვებისთვის საძულველი იქნება, მით უმეტეს თუ ბავშვები ვერძი ან მერწყულია.


image

სასწორი

კომუნიკაბელური სასწორი ქმრის გაბედნიერებას შეძლებს, თუ ის მაღალი თანამდებობის დაკავებას ცდილობს. მას საზოგადოებაში ყოფნა, გამოფენები, თეატრები უყვარს და გათხოვების შემდეგ ამაზე უარის თქმას არ აპირებს.

სხვათა შორის, მეუღლე მზად უნდა იყოს მისი გადასახადები გადაიხადოს. სასწორს კარგი ჩაცმა უყვარს და მეუღლისთვისაც იმავეს გაკეთებას ცდილობს.

ბავშვები ჰარმონიულ ატმოსფეროში გაიზრდებიან, რომელიც სიყვარულით და ურთიერთგაგებით იქნება სავსე. ამასთან, სასწორი დედა ბავშვებს მუსიკის, თეატრის და ფერწერის სიყვარულს ასწავლის. მას ყოველთვის გაწონასწორებული და გონიერი ბავშვები ყავს.


მორიელი

ასტროლოგებმა აღნიშნეს, რომ წარმატებული პოლიტიკოსის ან ბიზნესმენის უკან ხშირად ქალი მორიელი დგას. სწორედ მორიელი ეხმარება მათ სირთულეების და რისკების თავიდან აცილებაში.

თავად მორიელი ბევრს მუშაობს, კარგად გამოიყურება და გემრიელად ამზადებს. სახლის და ბიზნესის შეთავსება შეუძლია.

დედა მორიელი ბავშვის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აღზრდაში განათლება პრიორიტეტულ ადგილს არ იკავებს. თუ ბავშვი რამეს მოისურვებს, ის ამას მიიღებს: ვიოლინო, სპორტული მოწყობილობა, საუკეთესო სახატავი ფუნჯი.


image

მშვილდოსანი

ქალ მშვილდოსანს ლოდინი შეუძლია. მეუღლეების საქორწინო ფიცი მისთვის უბრალო რამ არ არის. სახლის საქმეები ღლის, მაგრამ მინიმუმს ხუთიანზე აკეთებს. მშვილდოსანს მეუღლის ესმის და მის ინტერესებს იზიარებს.

როგორც დედა, ბავშვებთან ცალსახა ურთიერთობებს ქმნის. ბავშვებს ხმაურის უფლებას აძლევს, ხოლო უკვე მოზრდილ ბავშვებს პირდაპირ ელაპარაკება და მათ ინდივიდუალურობას არ კარგავს. კარგი ცოლი და დედაა, რომელიც მკაცრ წესებს არ აწესებს, საზოგადოების სამართლებრივ ჩარჩოებში თავისუფლების მიმართ სიყვარულს გამოხატავს.


თხის რქა

ეს გოგო ყველაზე თანმიმდევრული ნიშანია. მეუღლისთვის ყველა პირობის შექმნას ეცდება, ქორწინებაში სტაბილურობა და საიმედოობა შემოაქვს. სახლის საქმეებში ადგილი არაა, სადაც საკუთარი თავის გამოხატვას შეძლებდა.

მას იმდენი ღირსება აქვს, რომ მამაკაცმა მასთან თავი დაცულად შეიძლება იგრძნოს. თუმცა ქალი თხის რქა ამის მიღწევას არ ცდილობს, მას თანაბარი პარტნიორობა მოსწონს.

როგორც დედა, ტრადიციების დამცველია. ბავშვების გულისთვის ათასობით ვიდეოს გადახედავს, წიგნებს წაიკითხავს, რომელიმე თეორიას გამოიყენებს, მაგრამ ფანატიზმის გარეშე. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შვილების და მეუღლის მოვლაში საკუთარი თავი ავიწყდება.


image

მერწყული

იდუმალებით მოცული და პრეტენზიული მეუღლის ხელში ნამდვილად არ მოიწყენთ, რადგან არავინ იცის, მეორე წამს რას მოიფიქრებს. მას მრავალმხრივი ინტერესი და ამბიცია აქვს. მერწყულს ენერგიის დახარჯვის მეთოდებს ეძებს. სახლში ყოველთვის წესრიგი აქვს.

დედობის შემდეგ არ იცვლება. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგია, რადგან ბავშვებს რაღაც ჩარჩოებში არ აქცევს, თანაბარ დონეზე ურთიერთობს და პატარა ბევრ შთაბეჭდილებას ღებულობს. ცუდია, რადგან ბავშვს შეიძლება სიყვარული, მოფერება და კოცნა დააკლდეს.


თევზები

რომანტიკული თევზი ყოველთვის სასურველი მეუღლეა. მას ხმაურიანი სტუმრები, უმიზეზო ვიზიტი, სამზარეულოში დილამდე ჯდომა არ უყვარს - ამ სახლში ყოფნის მოყვარულ გოგოს მშვიდად და სიყვარულში ცხოვრება სურს.

ქმარს ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას არ სთხოვს, კარგი მზარეულია და ყველაფერში წესრიგი უყვარს.

დედა თევზი ბავშვის გულისთვის ხშირად სამსახურს ტოვებს. პატარას უსმენს, მასთან ერთად თამაშობს, ერთობა და გულშემატკივრობს. ფანტაზიის წყალობით, მას ბევრი იდეა აქვს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო და და ძმა არის. გაგიმართლათ თუ ამ ნიშნის დედმამიშვილი გყავთ


თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბევრი შესაძლებლობა ექნებათ


ავანტურინი: ქვის თვისება და ვის მოუტანს წარმატებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ტოპ 3 ყველაზე კონფლიქტური და ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი: ვის უნდა უფრთხილდეთ?


6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაზე ძლიერი ინტუიცია აქვთ და ადამიანებს წიგნივით კითხულობენ


ზოდიაქოს ყველაზე ცუდი ნიშანი ასტროლოგების აზრით


მხოლოდ 2 ტიპის ადამიანი არსებობს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. თქვენ რომელს მიეკუთვნებით?


5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ


რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
2037
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2037
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0