x
პირველი სქესობრივი აქტი - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
image

საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საკითხია ქალის ჯანმრთელობის კუთხით. იმისათვის, რომ პირველმა სექსმა არ დატოვოს ჯანმრთელობის მოულოდნელი ეფექტები, წყვილმა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს რამდენიმე ფაქტორი, დეფლორაციამდე და დეფლორაციის შემდეგ.

წესები დეფლორაციამდე: ქალი უნდა დარწუმუნდეს, რომ საშოში არ აქვს რაიმე პათოლოგიური პროცესი. ის შეხედულება, რომ დეფლორაციამდე საშოში ინფექციური პროცესები არ შეიძლება მიმდინარეობდეს, მცდარია. ანთებითი პროცესების არსებობის შემთხვევაში ქალის პირველი სქესობრივი აქტი ჩაივლის გართულებების მაღალი რისკით და მტკივნეულად. დეფლორაციის დროს ქალის სხეულში ირღვევა მთლიანობა, რაც ბევრ მიკროორგანიზმსა თუ ბაქტერიას, რომლებიც ადრე “უწყინარად” ითვლებოდა, საშიშს ხდის. პირველი დეფლორაციისას აუცილებელია კონტრაცეფციის გამოყენება. საუკეთესო საშუალება კი პრეზერვატივია. კარგია ამ დროს ლუბრიკანტის გამოყენებაც. წესები დეფლორაციის შემდეგ: ექიმების უმრავლესობა თანხმდება, რომ პირველი აქტიდან 2-3 დღე უნდა გავიდეს აპკის კიდეების შეხორცებისათვის. ამ პერიოდში გახშირებული სქესობრივი კავშირი შეიძლება გახდეს ანთებითი პროცესების მიზეზი. სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში არ არის რეკომენდებული ყოველდღიური სექსი, ქალის სასქესო ორგანოები თანდათან უნდა შეეჩვიოს დატვირთვას. სექსის შემდგომ წყვილმა უნდა მიიღოს შხაპი, მაგრამ არ არის რეკომენდებული აბაზანა ან ჯაკუზი.

ქალიშვილობის დაკარგვას თითოეულ შემთხვევაში აქვს თავისი ნიუანსები, მაგრამ ჰიგიენის ნორმები ყველა შემთხვევაში ერთია. დეფლორაციის შემდგომ ჭარბი გამონადენისა და სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაცია.


დეფლორაციის შეგრძნებები და ზომები, რომელიც შეგიძლია მიიღო ზედმეტი ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნებების შესამცირებლად. აპკის ტიპი და სისქე არაერთგვაროვანი და ინდივიდუალურია. მაგალითად, მძიმეწონიან ქალებში აპკი ხშირად ღრმად არის მოთავსებული ვაგინალურ ხვრელში. დეფლორაციის შეგრძნებები დამოკიდებულია აპკის სისქეზე, მის მდებარეობაზე, ტიპზე და ხვრელების განლაგებაზე. კერძოდ, თუ აპკი თხელია, ხვრელი კი საკმარისად დიდი ზომისაა, პენეტრაციას ნაკლები ტკივილი და სისხლდენა მოსდევს. ასევე, დასაშვებია სისხლდენის არარსებობა, როცა პენისი მცირე ზომისაა და პენეტრაციისას ადვილად თავსდება აპკის ხვრელში. არსებობს შემთხვევები, როცა აპკი ელასტიკურია და პენეტრაციისას არ ირღვევა, ან ირღვევა მხოლოდ ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სისხლის ოდენობა უმნიშვნელოა ან სისხლდენა არ ფიქსირდება. “ელასტიკური აპკი” (Elastic hymen) საკმაოდ იშვიათია და ქალების მხოლოდ 11%-ში ფიქსირდება.

განვიხილოთ მითები, რომელიც საზოგადოებაშია გავრცელებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მითი 1: ქალწულობის დაკარგვას აუცილებლად მოსდევს სისხლდენა. სისხლის არარსებობა ნიშნავს, რომ ქალისთვის ეს აქტი არ იყო პირველი. რეალობა: სისხლდენის სიძლიერე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის აპკის სისქეზე. არსებობს შემთხვევები, როცა სისხლდენა ძალიან ძლიერია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეუმჩნეველია. ასევე, ელასტიკური აპკის არსებობისას, პირველი სქესობრივი აქტის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში სისხლდენა არ ფიქსირდება. ელასტიკური აპკი პენეტრაციისას შესაძლოა მცირედ დაზიანდეს, ან მშობიარობამდე დაუზიანებელი დარჩეს. აქედან გამომდინარე, დეფლორაციისას სისხლდენის არარსებობა არ გამორიცხავს ქალწულობას და აპკის დაუზიანებლობა (ელასტიკური აპკის შემთხვევაში) არ ნიშნავს ქალწულობას (წარსულში სქესობრივი აქტის არქონას). აპკის მდგომარეობის დადგენა შეუძლია მხოლოდ პროფესიონალს ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, გინეკოლოგებს ეკრძალებათ აპკის მდგომარეობის შესახებ წერილობითი ცნობების გაცემა.

მითი 2: აპკის გარღვევა მხოლოდ პენეტრაციითაა შესაძლებელი. რეალობა: ადრეულ ასაკში სპორტულად აქტიურ გოგონებს შესაძლოა აპკი დაუზიანდეთ სპორტული აქტივობის შედეგად, განსაკუთრებით ეს ეხება ველოსპორტით, ცხენზე ჯირითით, აკრობატიკით დაკავებულ გოგონებს.

მითი 3: დეფლორაციისას გამორიცხულია დაფეხმძიმება, შესაბამისად არ არის აუცილებელი თავდაცვა. რეალობა: პირველი აქტის დროსაც, ისევე როგორც შემდგომში, კონტრაცეპტივების გამოყენება აუცილებელია. გამოიყენე კონდომი, თუმცა თუ ალერგიული ხარ, გაითვალისწინე ისიც, თუ რა მასალისგან დამზადებულ კონდომს მოიხმარს შენი პარტნიორი.

მითი 4: მასტურბაციის შედეგად აპკი აუცილებლად ზიანდება. რეალობა: მასტურბირება საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ საკუთარი სხეული, გავიგოთ, რა მოგვწონს, რათა მომავალში პარტნიორს კარგად ავუხსნათ რა გვსიამოვნებს და რა – არა. როგორც ვუდი ალენმა თქვა, “მასტურბაცია არის სექსი მასთან, ვინც გიყვარს”. გიყვარდეს საკუთარი თავი. ამაში ცუდი არაფერია. ამასთან, თუ მასტურბაციის დროს აპკის გარღვევით პენეტრაცია არ ხდება, აპკი არ ზიანდება.

მითი 5: დეფლორაციის დროს ორგაზმის განცდა შეუძლებელია. რეალობა: დეფლორაციის დროს ორგაზმის განცდა აბსოლუტურად შესაძლებელია, თუმცა იშვიათი. პირველი სექსის დროს შექმნილი განწყობა, ნერვიულობა, გამოუცდელობა ხშირად აფერხებს ქალის სიამოვნებას. თუმცა, ორგაზმის განცდა გარკვეულ შემთხვევებში არ გამოირიცხება.


2
5701
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ თორთლაძე
მარიამ თორთლაძე
5701
  
2019, 19 თებერვალი, 1:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 თებერვალი, 14:08
ყველაფერი სწორია ერთის გარდა, პირველი სქესობრივი კავშირის დროს საქალწულე აპკის გარღვევისას წარმოქმინ ბაიერს ვერცერთი პრეზერვატივი ვერ გაუძლებს, როგორი ბრენდულიც არ უნდა იყოს.
სტატია კი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც შემეცნებითი და საინტერესოა.
0 1 2