x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გასაოცარი რობოტი, რომელიც კედლებს ხელოვნების ნიმუშად აქცევს
სკრიბიტი

სკრიბიტი – ასეთია რობოტის სახელწოდება, რომელიც იტალიაში გამოიგონეს. მან უმალვე მიიპყრო ტექნიკის მოყვარულთა ყურადღება და 2018 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებათა რიცხვშიც დასახელდა.


მას შეუძლია, თქვენი სახლის ან ოფისის კედლები ხელოვნების ნამდვილ ნაწარმოებად გადააქციოს. მისმა გამომგონებელმა, ინოვაციური ტექნოლოგიების ბიურო "CRA-Carlo Ratti Associati"-მ უკვე გამოიმუშავა მილიონ დოლარზე მეტი რობოტის შექმნაში სულ რაღაც 50 000 დოლარის ინვესტირების შემდეგ.


სკრიბიტს შეუძლია მოხატოს ნებისმიერი ფონის მქონე კედელი 4 ძირითად ფერში და 4 კვადრატული მეტრის ფართობზე. დაპატენტებული ტექნოლოგია საშუალებას აძლევს რობოტს, ნახატი, რომელიც თქვენ აღარ მოგწონთ, წაშალოს ან გადააკეთოს. თქვენ შეგიძლიათ ის, რაც სკრიბიტმა უნდა დახატოს, სმარტფონზე ჩამოტვირთოთ და ამის შემდეგ რობოტი დაუყოვნებლივ შეუდგება თავის საქმეს.



სკრიბიტი აღიქვამს ყველანაირ გამოსახულებას, იქნება ეს შეტყობინების სახით თქვენთვის მოწერილი ტექსტი, გრაფიკა თუ ჩვეულებრივი სურათი, რაც სმარტფონში მოგეპოვებათ. მაქსიმუმ 5 წუთი და ის, რაც თქვენ ინტერნეტში მოგეწონათ და რის მოხატვასაც საკუთარ კედელზე ისურვებდით, უკვე მზადაა.


აღნიშნული რობოტი 450 ამერიკული დოლარი ღირს.


იმაში გასარკვევად, თუ როგორ მუშაობს სკრიბიტი, იხილეთ ეს ვიდეო.

1
37
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
37
  
2019, 19 თებერვალი, 1:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1