x
მეტი
  • 21.05.2019
  • სტატია:90190
  • ვიდეო:340094
  • სურათი:452493
რა შეემთხვა მამაკაცს, რომელმაც ინტერნეტით გაცნობილი ქალის სანახავად კარიბებში გადაწყვიტა გამგზავრება

წარმოიდგინეთ, 6 თვის მანძილზე სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებოდეთ ადამიანს, რომელიც დედამიწის მეორე კუთხეში ცხოვრობს და რაც მთავარია, გადაწვიტეთ მისი ნახვა.... ამის წარმოდგენაც ძალზედ რთულია, თუმცა შეშლილ მსოფლიოში არსებობენ ძალიან შეშლილი ადამიანებიც.


ბრიტანელმა მამაკაცმა გადაწყვიტა თავისი რჩეულის ნახვა, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში ცხოვრობს. ქალს და მამაკაცს შორის ურთიერთობა 6 თვის მანძილზე მხოლოდ სოციალურ ქსელების საშუალებით გრძელდებოდა. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.


image



გლინ ტომას ბეილი ცხოვრობს უელსში, მან ინტერნეტით გაიცნო ქალბატონი, რომელიც დომინიკების მკვიდრია . ურთიერთობა იქამდე წესრიგში იყო, სანამ მამაკაცმა გამგზავრება გადაწყვიტა ვილფა პეჟუეროსთან, რომელსაც 4 შვილი ჰყავდა. დომინიკებში ჩასვლამდე ისინი ერთმანეთს Google Translate-ის დახმარებით ეკონტაქტებოდნენ.


როდესაც მამაკაცი ჩაფრინდა დომინიკებში, მას მისი რჩეული დახვდა. ყველაფერი თბილად დაიწყო, მაგრამ როდესაც ქალბატონმა გაიგო იმის შესახებ, რომ მამაკაცს არ ჰქონდა არანაირი ფული და შესაძლებლობა, უმალვე მისი დაიგნორება გადაწყვიტა. თუმცა მამაკაცისგან თავის დაღწევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, ბეილის მხოლოდ ჩასვლის ბილეთი ჰქონდა აღებული, უკან დასაბრუნებელი ბილეთის აღება ვერ შეძლო, რადგან მას ფული არ ჰქონდა.


image


ამ ფაქტით ქალბატონი ძალიან იყო გაღიზიანებული. როგორც თავად ამბობს, ის ფულიან მამაკაცებს არ დასდევს, თუმცა ბეილი მას შვილების აღზრდაში უნდა დახმარებოდა და როგორც ჩანს, ქალბატონს კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდა... მამაკაცი იქამდე დარჩა თავის რჩეულთან, სანამ მას თვითმფრინავის ბილეთის ფული არ დაუგროვა ვილფამ.


მოგვიანებით უელსში დაბრუნებულ მამაკაცმა ფაქტთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა:


"ვილფა მე უზომოდ შემიყვარდა, მისთვის არასოდეს მითქვამს, რომ მქონდა ბევრი ფული და ვიყავი მდიდარი მამაკაცი. მე ის უბრალოდ შევიყვარე, როგორც უყვარდებათ ხოლმე ადამიანებს, თუმცა მან ეს სხვაგვარად გაიგო. მე შევეცდებოდი, ბავშვების აღზრდაშიც დავხმარებოდი, თუმცა მან ამის შანსი არ მომცა! დამაიგონორა და გულდაწყვეტილი დამაბრუნა სამშობლოში..."


image







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი










<<<<<იხილეთ ასევე>>>>>


შეშლილი მეცნიერების მიერ შექმნილი 5 არაამქვეყნიური არსება!

image



11 წლის უსახლკარო გოგონა ქუჩაში იყინება და დახმარებას ითხოვს - სოციალური ექსპერიმენტი გამაოგნებელი შედეგით!

image



სიმფსონების რეალურად ახდენილი 6 წინასწარმეტყველება!

image



10 საინტერესო ფაქტი სფინსქის კატის შესახებ!

image



რას ეძებს ქალი ნამდვილ მამაკაცში?

image



16 მტკიცებულება იმისა, რომ დედამიწაზე ყოველდღე რაღაც საოცრება ხდება!

image



"რა დაგიშავა ჩემმა ქვეყანამ თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე რომ მიდიხართ?" - ემიგრანტი სააკაშვილს

image



ზოგჯერ ფოტოები უფრო მეტს გადმოგვცემენ.... - კადრები აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან

image



მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლები

image



კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image





0
2684
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
2684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0