x
რა არის ინკლუზირი განათლება?
image
ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგნმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში თანატილებთან ერთად. ინკლუზირი განათლების მიზანია, რომ ყველა ბავშვს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლის და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცოხოვრებელ ადგილთან ახლოს. ეს კი ბავშვების უფლებები კონვენციის ძირითად უფლების შესულებას ემსაურება, რომ ყველა ბავშვის ფუნდამენტალური უფლებაა განათლების მიღება.

ინკლუზიური განათლების მიზანია გააძლიეროს და გაანვითაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევები, მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და აქტიურად შეუწყოს ხელი მოსწალის საზოგადოების სრულფასოვნ წევრად ჩამოყალიბებას. ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სკოლისა და კლასიის სრულფასოვანი წერვია. ის სრულიად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში. განსხვავებული საგანმანათლებლო შესაძლებლობისა და საჭიროების მქონე მოსწავლის განათლება, რასაკვირველა, სწავლების განსხვავებულ მიდგომების, სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებას საჭიროებს. შესაბამისად, სკოლა წარმატებულად ითვლება, თუ მას შესწევს უნარი შესაბამისი განათლებით უზრუნველყოს განურჩევლად ყველა მოსწავლე. სწორედ დაგეგმილი ინკლუზიური განათლების პირობებში, ყველა მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობის სრულიად რეალიზააციის შესაძლებლობა.

ტერმინი-სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეძღუდულ შესაძლებლობას, რომელსაც აწყდება მოსწავლე სწავლის პროცესში და რომლის დაძლევაც მას სპეციალური დახმარების გარეშე უჭირს. სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ექმნება სირთულეები და სჭირდება დახმარება შემდეგ სფეროებში:

1. კითხვა, წერა, ანგარიში


2. ინფორმაციის გადამუშავება

3. საკუთარი აზრის, შეხედულების გამოხატვა, სხვისი აზრის გაგბა

4. საშინაო და საკლასო დავალებების შესრულება

5. ქცევა

6. ურთიერთობა თანატოლებთან და პედაგოგებთან

7. მოწესრიგებულობა

8. სხვადასხვა სახის სენსორული და ფიზიკური დეფიციტი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე

9. გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება

10. ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლობა

11. სოციალური დაუცველობა

12. სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო საგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვის საშიშროება

ტერმინის დამკვიდრება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა აღიარეს, რომ სირთულეები სწავლების პროცესში მხოლოდ შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს არ ჰქონდათ. შესაბამისად, განსაზღვრა იმისა, აქვს თუ არა ბავშვს სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროება, დამოკიდებული უნდა იყოს არ მის სამედიცინო დიაგოზზე ან შეძყუდული შესაძლებლობების სტატუსზე, არამედ სირთულეებზე სწავლაში.

ინკლუზიური განათლების სახეები

ინკუზიური განათლება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების გაანთლების და სწავლის სხვადასხვა სახს აერთიანებს, ესენია:სრული ინკლუზია, ნაწილობრივი ინკლუზია და ინტეგრირებული სწავლება.

სრული ინკლუზია ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სრულ ჩართვას სასწავლო პროცესში, უკლებლივ ყველა გაკვეთილზე დასწრებას და თითოეული ამ გაკვეთილისთვის თავისი შესაძლებლობების და საჭიროების შესაბამის სასწავლო გეგმას.

ნაწილობრივი ჩართვა ნიშნავს სპეციალური საგანმანადლებლო მოსწავლის დასწრებას არჩევით გაკვეთილებზე. ანუ მოსწავლის შესაძლებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე მისთვის იქმნება ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგი და იგი ესწრება მხოლოდ იმ გაკვეთილებს, რომელსაც მისი განრიგი ითვალისწინებს.

ინტეგრირებული სწავლება ნიშნავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ერთ კლასში არიან გაერთიანებულები და სწავლობენ მათვის განსაკუთრებული პროგრამით. სასწავლო პროგრამ დგება მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებებისა და სკოლის სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. ინტეგრირებული განათლება ხშირად ხდება საწინდარი სრული ინკლუზიისა და ამიტომ საკმაოდ ღირებული ფორმაა.

ყველა სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. ინკლუზირი განთლებაში ჩართული მოსწავლეებისთვის კი დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა-ინდივიდუალური საჭირობის გათვალისწინებით და ეროვული სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. გეგმაში გათვალისწინებულია თუ რა შედეგზე უნდა გავიდეს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე წლის ბოლოს, შეფასებისა და სწავლების რა მეთოდები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა. იგი ასევე უნდა ითვალისწინებდეს ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად. ინდივიდუალურის სასწავლო გეგმა შესაძლოა შემუშავდეს ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში მოსწალის საჭიროების შესაბამისად.

ინკლუზიურ განათლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულება სპეცპედაგოგი, რომლის მოვალეობებში შედის მონაწილეების მიება მოსწავლეების აკადემიური უნარის შეფასების დროს, პედაგოგის კონსულტირება სწავლების სტრატეგიებზე, კურიკულუმის მოდიფიცირების თამობაზე, სასწავლო მასალასთან დაკავშირებით. იგი დამატებითად მუშაობს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ მოსწავლეებთან, დამატებით მეცადინეობებს ატარებს მიზნის მისაღწევად. პედაგოგს ეხმარება და მხარს უჭერს კლასში გაკვეთილის მსვლელობისას. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებთან რეგულარურად კონსულტაციაც მის მოვალეობაში შედის.

ინკუზიურ განათლებაზე საუბრისას განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რესურს ოთახის როლი და ფუნქცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების საქმეში.

image

რესუსოთახი სკოლაში სპეციალურად გამოუოფილი ოთახია, რომელიც აღჟურვილია მოსწავლის განათლების ხელშესაწყობ ყველა თვალსაჩინო და ტექნიკური საშუალებით. ადაპტირებული ავეჯი, მარავალფეროვანი თვალსაჩინო სასწავლო მასალა, აუდიო-ვიდეო მასალა. რესურსოთახს შესაძლოა ემასაურებოდეს ფსიქოლოგი, სპეცპედაგოგი და ყველა ის მასწავლებელი, რომელის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ინკლუზიურ განათლებაში მონაწილეობს. აქ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საჭიროების შემთხვევაში დაისვენონ, ინდივიდუალურად ან ჯგუურად იმეცადინონ. მოსწავლის რესურსოთახში ყოფნის სიხშირეს და ხანგრძლივობას მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განსაზღვრავს.

სკოლაში ინკლუზიური განათლების წარმატების განხორციელებისთვის რამდენიმე აუცილებელი პირობების დაცვაა საჭირო, ესენია: სწავლისა და მოსწავლისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავბებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება, ყველა მოსწავლისთვის ერთნაირი, სწავლისა და განათლების თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა სასკოლო საქმიანობებში.

0
645
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0