x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
პუტინმა სსრკ-ში დაბრუნების შესახებ განაცხადა

image
ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებაში ღრმა ცვლილების რეფორმების შესახებ განაცხადა. რუსეთში სოციალისტური რესტავრაცია შეუძლებელია, სახელმწიფოს მხოლოდ ეკონომიკაში შეუძლია ცვლილბების შეტანა. - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე.

"სოციალიზმში დაბრუნება ყოველთვის უკავშირდება ხარჯებს, აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. მაგრამ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებზე რესურსების სამართლიანი განაწილება, სამართლიანი მოპყრობა შესაძლებელია და ეს რუსეთში ხდება." - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

"თუ ვისაუბრებთ სოციალიზმზე ამ თვალსაზრისით, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ახლა სწორედ ამ პოლიტიკას ვატარებთ. სწორედ ამ კუთხით არის ჩვენი ეროვნული პროექტები მიმართული." - განაცხადა პუტინმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება სოციალიზმზე და სსრკ-ს აღდგენაზე. რუსეთის ისტორიის ამ პერიოდს მან უწოდა რთული, გმირული, კონსტრუქციული და ტრაგიკული. მაგრამ პუტინის თქმით, ის დრო წასულია და უკან აღარ დაბრუნება.


"სსრკ-ში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია, გამოვიყენოთ ყველა ის დადებითი გამოცდილება, რომელიც წინა თაობებისგან დარჩა" - აცხადებს პუტინი.

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და ყველა დადებითი შედეგი შევკრიბოთ, რაც წინა თაობებისგან დარჩა." - განაცხადა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ.

პრესკონფერენციას ესწრებოდა 1702 ჟურნალისტი. პრესასთან შეხვედრა მოსკოვში მსოფლიო სავაჭრო ცენტრში შედგა.

0
1019
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1019
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0