x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
"ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით...!!!!"-ჯაბა ყველაშვილი

imageზოგიერთ ქართულ მედიაში და ინტერნეტგამოცემაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეს და ეროვნული ნაკრების წევრს, ჯაბა ყველაშვილს ქუდზე აწერია "RUSSIA", ერთ-ერთი გამოცემა მასთან დაკავშირებასაც ცდილობდა, მაგრამ იგი ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა.


ამ ინფორმაციას ცოტა ხანში თავად სპორტსმენი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:


"გავრცელდა იმფორმაცია, რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით...!!!!-წერს სპორტსმენი.

image

0
380
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0