x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პელე მოვიდა და მითხრა: "გოლი მეგონა"... 'მეც ასე მეგონა" - ვუპასუხე სიცილით-გორდონ ბენქსი გარდაიცვალა
image

81 წლის ასაკში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეკარე და სპორტსმენი, გორდონ ბენქსი გარდაიცვალა, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი და საუკეთესო მეკარე. აგრეთვე, მონაწილეობდა 1970 წლის ჩემპიონატზე, რა დროსაც პელეს დარტყმული აუღებელი ბურთი მოიგერია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო და დაუვიწყებელ ეპიზოდად ითვლება.

image

"ხალხს ამ "სეივით" დავამახსოვრე თავი და არა მსოფლიოს ჩემპიონობით... თამაშის შემდეგ პელე მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა "გოლი მეგონა" 'მეც ასე მეგონა" - ვუპასუხე სიცილით." - ასე იხსენებდა ბენქსი ბრაზილიასთან მატჩის დაუვიწყარ ეპიზოდს.




ბენქსი 1972 წელს ავტოავარიაში მოჰყვა და მარჯვენა თვალი დაუზიანდა, რის გამოც ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. მიუხედავად ამისა, საყვარელ საქმიანობაზე უარი არ უთქვამს და 1977 წელს, ჯორჯ ბესტთან და პელესთან ერთად, „ფორტ სტრაიკერსის“ ღირსებას იცავდა.

image

გორდონ ბენქსი მსოფლიო ჩემპიონობის გარდა იყო ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი(1968 წელი), დიდი ბრიტანეთის 8-გზის ჩემპიონი(1964, 1965, 1966, 1968, 1969, 1970, 1971, 1972) და ინგლისი თასის ორგზის მფლობელი(1961, 1963) და საფეხუბრთო ლიგის თასის მფლობელი(1965)"(ლესტერ სიტიში)

image

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ(IFFHS) გორდონ ბენქსი დაასახელა XX საუკუნის #2 მეკარედ ლევ იაშინის შემდეგ.

0
170
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0