x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სიკვდილის წინ ისტერიულად ტიროდა" - სტალინის 5 ყველაზე ცნობილი ჯალათი
image


ნიკოლაი ეჟოვი - იგივე "რკინის სახალხო კომისარი" და "სისხლიანი ქონდრისკაცი".

შს სახალხო კომისარიატის მეთაური სტალინის სურვილების მთავარი შემსრულებელი იყო, მას სურდა ისტორიაში შესულიყო, როგორც "რუსი მარატი"(საფრანგეთის რევოლუციის მოღაწე), მაგრამ სიდაბლის(155სმ) და რაქიტული აგებულების გამო შეარქვეს მეტსახელი "სისხლიანი ქონდრისკაცი".

image


მოწმეთა მტკიცებით, ხშირად ესწრებოდა სიკვდილით დასჯას და თითქოს დახვრეტილი მაღალჩინოსნების სხეულიდან ამოღებული ტყვიების კოლექციასაც აგროვებდაო, უყვარდა სიკვდილის დასჯის სპექტაკლად ქცევა, მაგალითად, პატიმარს აყურებინებდა სხვების სიკვდილით დასჯას, ბოლოს კი მას კლავდა. ასე მოექცა გენრიხ იაგოდას, გულაგის დამაარსებელს და სახალხო კომისარს - სანამ მოკლავდნენ, ეჟოვის ბრძანებით ჯერ სცემეს, შემდეგ კი დახვრიტეს.

image

1937-1938 წლებში ეჟოვმა სტალინს 15 000 მოხსენება გაუგზავნა დაკავება-დახვრეტების შესახებ. ჟურნალის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1937-38 წლებში ეჟოვი 290-ჯერ სტუმრობდა სტალინის კაბინეტს და მთლიანად იქ დაჰყო 850 საათი. ჩინოვნიკებიდან არც ერთი მაღალჩინოსანი არ შესულა ასეთი სიხშირით სტალინთან მოლოტოვის შემდეგ.

imageფოტოზე ეჟოვი სტალინთან ერთად, დახვრეტის შემდეგ შესაბამისად, ეჟოვი ფოტოდან გაქრა.



მასიური რეპრესიების მთავარ ჯალათს ისევე მოქცნენ, როგორც თვითონ მოექცა თავის წინამორბედ სახალხო კომისარ გენრიხ იაგოდას, როგორც მოსალოდნელი იყო, ეჟოვი უკვე აღარ სჭირდებოდათ, როგორც ის უთხრიდა ძირს იაგოდას, ასე გაუკეთა მასვე ახალმა შს სახალხო კომისარიატის მეთაურმა, ლავრენტი ბერიამ. ბრალდება სტანდარტული იყო, რეპრესიის წლებისთვის დამახასიათებელი, იგი 1940 წელს დახვრიტეს, ნიკოლაი ეჟოვი 44 წლის იყო.



ლავრენტი ბერია - ეჟოვის შემცვლელი მოხერხებული ინტრიგანი იყო, ადვილად იშორებდა თავიდან შესაძლო კონკურენტებს. მართალია იგი არ იყო 1937-38 წლების "დიდი ტერორის" ორგანიზატორი, მაგრამ მისი ზეგავლენა უდიდესი იყო.

image

მას ჰქონდა შანსი, სტალინის სიკვდილის შემდეგ გამხდარიყო ქვეყნის ლიდერი, მით უმეტეს, რომ მას ემორჩილებოდა ძალოვანი სტრუქტურები, მაგრამ ხრუშჩოვის გარემოცვამ, რომლებსაც მისი ძალზე ეშინოდათ, დაასწრეს და მისი დაკავებაც მოახერხეს, მას ბრალად სტანდარტული შპიონაჟის, ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გარდა არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურებაც წაუყენეს.

image

დახვრიტეს 1953 წელს. მარშალი ჟუკოვი მემუარებში წერს, რომ თითქოს 54 წლის ბერია სიკვდილით დასჯის წინ "იქცეოდა, როგორც უკანასკნელი მხდალი, ისტერიულად ტიროდა, მუხლებზე დაჩოქილი პატიებას ითხოვდა და ბოლოს ჩაისვარა კიდეცო".



ვიქტორ აბაკუმოვი - მისი კარიერული აღმასვლა დიდ ტერორთან ერთად დაიწყო, რამაც სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოსტამდე მიიყვანა. გაუნათლებელი, მაგრამ ჯანმაგარი და სპორტული, დაკითხვების "დიდოსტატი", გერმანელი აგენტების გამოვლენის გარდა "დიდი წმენდა" მოაწყო საკუთარი ქვეყნის ჯარის რიგებშიც, "გაასამართლა" და დახვრიტა მინიმუმ 150 000 სამხედრო. კონტრდაზვერვის განხორციელებული ყველა ხმაურიანი საქმე მის სახელთან იყო დაკავშირებული, მათ შორის იყო გატაცებები, წამებები. მანვე დაარწმუნა სტალინი, რომ არსებობდა "ებრაელთა შეთქმულება", რა დროსაც სასიკვდილო ავტოავარია მოუწყვეს სახალხო არტისტს სოლომონ მიხოელსს.

image

ვიქტორ აბაკუმოვი 1951 წელს მას შემდეგ დააკავეს, როდესაც კოლეგამ "ჩაუშვა" თითქოს ის აჯანჯლებდა "ექიმების საქმეს". ორი წელი აწამებდნენ ციხეში აბაკუმოვს, თუმცა მან არაფერი არ აღიარა და ხელიც არ მოაწერა არაფერს. სპეცსამსახურების ისტორიკოსის, ნიკიტა პეტროვის ცნობით, იგი ისე დასუსტდა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეეძლო, ამასობაში მოკვდა სტალინი, ცოტა ხანში ბერიაც დახვრიტეს. ხრუშჩოვს ერთი ხანობა მისი გამოშვება უნდოდა ციხიდან, თუმცა გაუხსენეს ძველი ჯალათური მოღვაწეობა.

image

მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების თანდასწრებით გაიმართა დახურული სასამართლო, 1954 წელს აბაკუმოვი დახვრიტეს, იგი 46 წლის იყო.



გრიგორი მაირანოვსკი -იგივე "სიკვდილის დოქტორი" და"საბჭოთა დოქტორი მენგელე".

"ლაბორატორია იქსის" ხელმძღვანელი, გასაიდუმოებული ობიექტი ლუბლიანკაზე, სადაც სასიკვდილო შხამებს ცდიდნენ პატიმრებზე, "ცდები ტარდებოდა ე.წ. "ხალხის მტრებზე", მას აკვირდებოდნენ ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი კლავდნენ. სხვათა შორის, ბევრი თანამშრომელი გადატანილი სტრესების გამო გალოთდა, ზოგიერთს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და მეტიც, იყო თვითმკვლელობის შემთხვევებიც.

image

მას მართალია საბჭოთა "დოქტორ მენგელეს" ეძახდნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ადამიანზე ჩატარებული ცდებით ნაცისტებსაც კი "გადაუჯოკრეს".


ერთ დღესაც, "შხამების დიდოსტატი" სახიფათო გახდა ხელისუფლებისთვის და მაირანოვსკი 1951 წელს დაიჭირეს, თუმცა არ დახვრიტეს. მას 10 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, სხვათა შორის, ციხეში ყოფნის დროს მაირანოვსკის პანიკურად ეშინოდა მოწამვლის, ამიტომ წერილებს წერილებზე წერდა ციხიდან, მათ შორის ბერიას და ხრუშჩოვს.

image

ციხიდან 1964 წელს გამოვიდა. მას აუკრძალეს დიდ ქალაქებში ცხოვრება და საბოლოოდ დასახლდა მახაჭკალაში, სადაც ორი წლის შემდეგ 64 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც გულის შეტევით.




ვასილი ურლიხი - მეტსახელად "გომბეშო მუნდირში", სამხედრო კოლეგიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სტალინის კიდევ ერთი ჯალათი, რომელსაც ათეულობით საქმის განაჩენი "ბითუმად" გამოჰქონდა, სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში, 1936-38 წლებში ურლიხის კოლეგიამ 25 000 ადამიანს გამოუტანა განაჩენი - დახვრეტა. მათ შორის იყვნენ იაგოდა და ეჟოვიც.

image

1945 წელს სიმთვრალეში დაიწყო ტრაბახი თავის "დამკვრელურ განაჩენებზე", თან რამდენიმე საიდუმლოც გასცა, ასევე გაირკვა, რომ ზოგიერთ განაჩენს ცოლის ზეგავლენით ახდენდა, ხოლო ზოგ განაჩენს და მოხსენებებს მისი საყვარელიც ესწრებოდა. ამის გამო თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შემდეგ სამხედრო-იურიდულ აკადემიაში ასწავლიდა, გარდაიცვალა ინსულტით 1951 წელს, 64 წლის ასაკში.

3
2873
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2873
  
2019, 19 თებერვალი, 0:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2019, 18 თებერვალი, 8:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 13 თებერვალი, 20:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3