x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჯანსაღი და სასარგებლო საუზმის მარტივი რეცეპტი

image
ადამიანის ჯანმრთელობისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ სწორედ საკვებიდან ვიღებთ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს.
ხშირად არცკი ვიცით, როგორ დავიწყოთ დილა, როგორი საკვები მივიღოთ, რომ მთელი დღის ენერგია შევივსოთ. გასწავლით ძალიან მარტივ და სასარგებლო რეცეპტს. თქვენ შეგიძლიათ ყოველი დილა ამ საუზმით დაიწყოთ. საუზმის მოსამზადებლად დაგვჭირდება მხოლოდ ორი ინგრედიენტი:რძე და შვრიის ფანტელი. შვრიის ფანტელი შეიცავს: A, K, E, PP და B ჯგუფის ვიტამინებს. ასევე კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფტორსა და ანტიოქსიდანტებს. image
სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ძვალსახსროვანი პრობლემების დროს. რძე თავის მხრივ შეიცავს: კალციუმს, ფოსფორს, A, B2 და Dვიტამინებს. ამ რეცეპტის მომზადება მარტივია: 3-4 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელს დაასხით იმ რაოდენობის რძე, რომ ფანტელი დაფაროს. დადგით გაზქურაზე და დაელოდეთ. როგორც კი ადუღდება, გადმოდგით და ოდნავ შეგრილების შემდეგ მიირთვით. ეს საუზმე შეგმატებთ ენერგიას და ვიტამინებითა და მინერალებით გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს.

0
269
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0