x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თაობა, რომელიც არ დუმს _ ფსიქოლოგიური საღამო თინეიჯერებისთვის
image


15 თებერვალს 17:00 საათზე„აზროვნების აკადემიაში“ (იოსებიძის #57) ლიბერთინსის“ ორგანიზებით, ახალი გამოცემის, „შენ გამოიგონეს“ წარდგენა გაიმართება.


ფრანჩესკა ზაპიას სადებიუტო ნაწარმოები „შენ გამოიგონე“, რომელიც შიზოფრენიით დაავადებულ გოგონაზე მოგვითხრობს, New York Time-ის ბესტსელერია; თარგმნილია 13 ენაზე და მსოფლიოს მასშტაბით, მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.


„ლიბერთინსის“ ერთ-ერთი წევრის, ნათია ჩხიტუნიძის თქმით, ამ ნაწარმოებში ყველაფერია, რის გამოც შეიძლება წიგნი გადაშალოთ.



სიუჟეტი, რომელიც წიგნში ვითარდება, ეხება ისეთ პრობლემებს, რაზეც თინეიჯერები ხშირად არ საუბრობენ. ღონისძიებაზე მოწვეული ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა წიგნის მთავრი გმირის ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ზოგადად, თანამედროვე თინეიჯერების ფსიქოლოგიაზე ისაუბრებს. ლექციის ფორმატი თინეიჯერებს საშუალებას მისცემს, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და შეეხონ ისეთ თემებს, რომლებზეც, ძირითადად, არ საუბრობენ.


image


ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართება ფოტო-ფსიქოტესტები და ვიქტორინა, რომელში გამარჯვებულებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

„შენ გამოიგონეს“ ქართულ გამოცემაში საინტერესოა არა მარტო შინაარსი, არამედ დიზაინიც. წიგნს ორი ყდა აქვს და მისი გარეკანი ჩვეულებრივისაგან განსხვავდება.


„ლიბერთინსის“ შესახებ:

„ლიბერთინსი“ არის თინეიჯერების ჯგუფი, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ, უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს.

ფრანჩესკა ზაპიას ნაწარმოებიც, „შენ გამოიგონე“ „ლიბერთინსელების“ არჩევანია.



ღონისძიების ბმული > > >



0
25
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0