x
image
Yoona
Mediator image
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო და და ძმა არის. გაგიმართლათ თუ ამ ნიშნის დედმამიშვილი გყავთ
თქვენი და და ძმა მოგწონთ თუ არა, თქვენი პირველი მეგობარია. თუ გაგიმართლათ, თქვენ ძალიან ახლოს ხართ, ერთმანეთის წინადადებებს ასრულებთ და უსიტყვოდ კონტაქტობთ. მათი იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეთ, მათ კი – თქვენი. მეორე მხრივ, თქვენი დედმამიშვილი შეიძლება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყოს, რომელთანაც მუდმივად იბრძვით ან კამათობთ, სანამ არ აფეთქდებით.

image

აი, ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიდან საუკეთესო და ან ძმა გამოდის.


სასწორი: მშვენიერი მშვიდობის მოყვარე


სასწორი ყველა იმ თვისებას ფლობს, რომელთა დანახვა საკუთარ დაში ან ძმაში გსურთ. ისინი ახლობლებთან ურთიერთობას მხარს უჭერენ და ამ საკითხს სერიოზულად უდგებიან. წარმოუდგენელი ერთგულების გარდა, სასწორს კონფლიქტების მოხერხებულად მოშორება და პრობლემის მოგვარება შეუძლია. მათთან ძალიან იხალისებთ და არ მოიწყენთ. მათი მომხიბვლელობა, გონებამახვილობა და მხიარულება ადამიანებს იზიდავს.

სასწორს ნებისმიერის მოხიბვლა შეუძლია, ვინც მას გზაზე შეხვდება. ნამდვილად იამაყებთ, რომ მისი სისხლით ნათესავი ხართ.


თევზები: უანგარო გული

თუ თქვენი და ან ძმა თევზებია, თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში სიყვარულის, ერთგულების და გაგების მარადიული წყარო გექნებათ. თევზები თქვენში შესანიშნავი სულს ხედავს, მაშინაც კი, თუ ამას თავად ვერ ამჩნევთ. ის გაქებთ და განებივრებთ, ესმის, რომ თქვენ მის ცხოვრებაში იშვიათი, შეუცვლელი ადამიანი ხართ. ყოველთვის მხარს დაგიჭერთ. რაც არ უნდა უთხრათ, ისინი ყურადღებით მოგისმენენ და არ გაგკიცხავენ.

მათი მეოცნებე ბუნება შეიძლება გაღიზიანებდეთ, როცა სერიოზულად ყოფნა არის საჭირო. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, იცით რომ ის თქვენ გვერდით აღმოჩნდება, რაც არ უნდა გჭირდებოდეთ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია.


image

კურო: ერთგული კლდე

და ან ძმა კურო სერიოზული პიროვნებაა, განსაკუთრებით, როცა საქმე თქვენს დაცვას ეხება. კურო ბოლო ამოსუნთქვამდე ერთგულია იმ ადამიანების, ვინც უყვარს. თქვენი მტერი მისი მტერი გახდება.

თუმცა კურო შეიძლება ძალიან ჯიუტი იყოს. მასთან კამათი სერიოზული თავის ტკივილია, რა თქმა უნდა, მის გადარწმუნებას ვერ მოახერხებთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენს ურთიერთობაზეც აისახება. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, როცა საქმე თქვენს მხარდაჭერას ეხება.


ასევე დაგაინტერესებთ:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბევრი შესაძლებლობა ექნებათ


ტოპ 3 ყველაზე კონფლიქტური და ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი: ვის უნდა უფრთხილდეთ?


6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაზე ძლიერი ინტუიცია აქვთ და ადამიანებს წიგნივით კითხულობენ


ზოდიაქოს ყველაზე ცუდი ნიშანი ასტროლოგების აზრით


მხოლოდ 2 ტიპის ადამიანი არსებობს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. თქვენ რომელს მიეკუთვნებით?


5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ


რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1956
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1956
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0