x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა
ბევრ ოჯახში, მათ შორის თანამედროვე, პროგრესულ და ახალგაზრდა ოჯახში მამა თავს სუპერგმირად თვლის მაშინ, როცა ბავშვს ბინძურ საცვალს კვირაში ერთხელ გამოუცვლის.

მე ყოველთვის მეგონა, რომ პოზიცია „ბავშვის მოვლა ქალის საქმეა“ მხოლოდ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში იყო გავრცელებული, მაგრამ კლინტ ედვარდის, სამი შვილის მამის, ტექსტი წავიკითხე. კლინტი წერს, რომ ბავშვის აღზრდაში აქტიურად მონაწილე მამებს ძეგლები არ უნდა დაუდგან.


image

ედვარდსი იხსენებს, რომ ერთხელ დილით სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა და ცოლს რაღაც ამდაგვარი უთხრა: „მადლობელი უნდა იყო, რომ ღამით ბავშვის გამო ვდგები, მამების უმეტესობა ასე არ იქცევა“, რაზეც მეუღლემ ურჩია, მეორეჯერ მსგავსი რამ აღარ ეთქვა. „შენი სიტყვებიდან გამოდის, რომ ამ ყველაფერზე მაღლა ხარ და ყოველ ჯერზე, როცა ღამით დგები, უკანალზე უნდა გაკოცო. სხვათა შორის, ეს შენი ბავშვიც არის“ - უპასუხა ცოლმა.

ამაზე ედვარდსი გაგიჟდა და სამსახურში წავიდა - მრავალშვილიანი მამის აღიარებით ცოლის ზარებს არ პასუხობდა, რომ ზედმეტი არაფერი წამოცდენოდა. ოფისში მიმავალ გზაზე ის ყველაფერს მიხვდა და გადაწყვიტა, ცოლის დახმარებით საკუთარი დამოკიდებულება შეეცვალა. ნელ-ნელა მეგობრების გამოცდილებას აღარ უყურებდა, რომელთა უმეტესობა ბავშვების აღზრდაში მონაწილეობას არ ღებულობდა და საბოლოოდ მიიღო პოზიცია: „მე დამხმარე არ ვარ, მე მშობელი ვარ“. ბედნიერი დასასრული.

image


სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ოჯახში მამას სუპერგმირად თვლიან, როცა კვირაში ერთხელ ბავშვის ბინძურ საცვალს გამოცვლის. უფრო მეტიც, ასე მას ცოლი, მეგობრები და ნათესავები თვლიან. „ყოჩაღ, როგორ ეხმარება!“ - მას ისე აქებენ, თითქოსდა სამი წლის ბავშვი იყო.

„ჩვენი მამა სამსახურში ძალიან იღლება, ამიტომ ხელი არ შეუშალოთ“ - საკმაოდ გავრცელებული ოჯახური დევიზია ახალგაზრდა მშობლებს შორის. ეს გასამართლებელ ფრაზასავით ჟღერს, თითქოსდა, საუბარია უბედურ პატარაზე და არა ზრდასრულ ადამიანზე, ვისთვის დაღლილობა ცხოვრების ნორმაა.

„მამას ხელი რომ არ შევუშალოთ, ბავშვთან ერთად ცალკე ოთახში მძინავს“ - ამბობს ქალი, რომელიც რაღაც მიზეზით ბავშვებისთვის ქმარს სრულუფლებიან (და პასუხისმგებელი) მშობლად მიიჩნევს.

„სამაგიეროდ შაბათ-კვირას გვეხმარება“ - პასუხობს ახალგაზრდა დედა, რომელიც მეუღლესთან ერთად კვირაში შვიდი დღე ცხოვრობს. რატომ? რისთვის? იმისთვის, რომ მთელი კვირა მშვიდად ეძინა, სამსახურის შემდეგ ისვენებდა და გემრიელად ვახშმობდა? იმისთვის, რომ რამდენჯერმე ჭურჭელი გარეცხა?

ვფიქრობ, მამებს, რომლებიც „არა, ეს ნორმალურია“ საზოგადოებას მიეკუთვნებიან, ასეთის წაკითხვა ეუხერხულება კიდეც. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს.

იმიტომ, რომ მამაკაცი მამა ხდება არა მაშინ, როცა ბავშვის გასეირნების დრო და სურვილი აქვს, არა მაშინ, როცა ბავშვისთვის ღამით დგება (რომ ლოგინიდან ამოიყვანოს, დედას გადასცეს და იმწამსვე მკვდარივით ჩაიძინოს) და არა მაშინ, როცა მისთვის ეს მოსახერხებელია. ვერაფერს გახდებით, მაგრამ მამობა იგივეა, რაც დედობა - 24 საათიანი მუშაობა.

ასე რომ, მამების ქება შეწყვიტეთ, რომლებიც ღამით დგებიან, ასეირნებენ, აბანავებენ, კვებავენ, თამაშობენ და აკეთებენ ყველაფერს ისე, როგორც დედები. განსაკუთრებით ბავშვობის ადრეულ ეტაპზე, როცა ბავშვის მიერ ორივე მშობლის მოდელის ფორმირება ხდება. არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული ქალების მუშაობა, ძუძუთი კვების გარდა, რაც ბავშვის მოვლასა და ზრუნვას ეხება - დანარჩენი ყველაფერი ორივეს ეხება.

იცით, არსებობს მაისურები მამებისთვის, რომლებსაც აქვს წარწერა “«I Don’t babysit, I parent!“, (მე არ ვარ ძიძა, მე მშობელი ვარ!). ასე რომ, სწორედ ასეთი დევიზი მამებს შორის უნდა გავრცელდეს, რადგან „ყოჩაღ, ეხმარება“ – უბრალოდ სირცხვილია.


ასევე დაგაინტერესებთ:


10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა


რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე


20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე


რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე


იცით, როგორი უნდა იყოს იდეალური ასაკობრივი სხვაობა მყარი ურთიერთობისთვის?


ლოგიკური ამოცანა: რომელ სურათზეა ყველაზე ბედნიერი ოჯახი?


აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი


სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა


ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ


“მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები


14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს


6 მომენტი საქორწილო ფოტოზე, რომლებიც სწრაფ განქორწინებას წინასწარმეტყველებს


თვალის ფერი გიამბობთ, თუ როგორი პარტნიორი გჭირდებათ


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
3343
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3343
  
2019, 8 მაისი, 13:46
ეს დებულება მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალეობებს თანაბრად ინაწილებენ, სამსახურეობრივსაც და ოჯახურსაც. აბა ავტორ დაფიქრდი როგორია 2 სამსახურში რო მუშაობ კაცი ცოლშვილს რომ არაფერი მოაკლდეს და ვიღაც გიტრაკებს ერთნაირად რატო არ უვლით ბავშვსო. თუ მაინც ფიქრობ რომ ამ შემთხვევაშიც მართალი ხარ და ე.წ. "პროგრესული", კარგად გქონია საქმე :))
0 1 1