x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი არ ჭამს
სკოლამდელი ასაკის პერიოდში მშობლები ხშირად აწყდებიან ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხშირად ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, პრეტენზიულია საჭმლის არჩევისას და სხვ.

imageimage


მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს :

° ბავშვებს არ მოსწონთ კონკრეტული გემოები.


° ამ ასაკის ბავშვებს ჭამაზე მეტად საუბარი და სათამაშოები უფრო მოსწონთ.

° ბავშვები უფროსებისგან იღებენ მაგალითს – საჭმლის შერჩევას, გაპროტესტებას .

° კონკრეტულ მომენტში არ აქვთ ჭამის მოთხოვნილება, ან საკმარისია მათთვის რაც უკვე მიიღეს იქამდე.

° ამ გზით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ უფროსების.

° ბავშვებს უნდათ დამოუკიდებლები იყვნენ და თავად გააკეთონ არჩევანი .

imageimage


ზოგჯერ მშობლები ამას განიცდიან და მოჰყვება ხოლმე ჩხუბი, ბავშვის კრიტიკა, შენიშვნების მიცემა და დასჯა .

რა უნდა გავაკეთოთ?

თავდაპირველად შეწყვიტეთ ჭამის იძულება. დაფიქრდით, ბავშვი რატომ არ ჭამს. დაფიქრდით და ეფექტურად გადაჭერით პრობლემა.

* პედიატრთან ერთად განსაზღვრეთ მისი კვების რაციონი, წონის მიხედვით რა დოზა ეკუთვნის ბავშვს და აკონტროლეთ, რამდენი აქვს ნაჭამი.


imageimageimage


* შეუდგინეთ ბავშვს რეჟიმი, რომ ერთი და იგივე დროს ჭამოს.

* მაქსიმალურად აარიდეთ არაჯანსაღი საკვები და ეცადეთ დააინტერესოთ ბავშვი ნატურალური საკვებით.

* აუცილებლად შეაქეთ ბავშვი, როდესაც ჭამის დროს შესაბამისად იქცევა.

* მიეცით არჩევანის საშუალება, გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ.


imageimage

ზოგჯერ რთულია მშობლის მხრიდან დიდი დროის გამოყოფა ამ ყველაფრისათვის დროის სიმცირის გამო. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და საჭიროებს სათანადო მიდგომას, ეს მშობელზე უკეთ არავინ იცის, გართულებების შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს.

0
91
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0