x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კონფორმულობა ჩვენს ყოველდღიურობაში

image
კონფორმულობა არის ადამიანების ტენდენცია, მოერგონ ჯგუფის ან სოციალური გარემოს სხვა წევრების ქცევებს, განწყობებსა და ღირებულებებს(Cialdini & Goldstein, 2004). კონფორმულობაში იგულისხმება სოციალური მოლოდინების შესაბამისი ქცევა და შეხედულებები, რასაც ინდივიდების ან ჯგუფებისგან მომდინარე ზეწოლა იწვევს. კონფორმულობაზე ცალსახად როგორც დადებით ან უარყოფით მოვლენაზე ვერ ვისაუბრებთ. ამ მოვლენისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება არსებობს.

ადამიანები კონფორმულად სხვადასხვა მიზეზის გამო იქცევიან. ძირითადი მიზეზია იყო მართალი და იყო მოწონებული. ადამიანები უფრო მეტად ავლენენ კონფორმულ ქცევებს მაშინ, როცა თვლიან რომ ჯგუფის წევრები არიან მართალნი და ასევე, როცა სურთ იყვნენ მოსაწონნი. კონფორმულობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სხვების ქცევა ხშირად სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდის. ეს ცნობილია, როგორც ინფორმაციული გავლენა. მაგალითად, გარშემომყოფების ქცევაზე დაკვირვება ტურისტს შეიძლება დაეხმაროს ახალ სიტუაციაში. მაგალითად, კარგად გაერკვეს მეტროს სისტემაში ან მიირთვას მისთვის უცნობი კერძი უცნობი ტექნიკით და ა.შ. ინფორმაციული საჭიროებით გამოწვეული კონფორმულობა ორ სიტუაციურ ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად ვთვლით, რომ ჯგუფი კარგად ინფორმირებულია და რამდენად დარწმუნებულები ვართ ჩვენს საკუთარ მსჯელობაში. რაც უფრო მეტად ვენდობით ჯგუფის ინფორმირებულობას და ვაფასებთ ჯგუფის შეხედულებას, მეტად სავარაუდოა, რომ მის მსგავსად მოვიქცევით. კონფორმულობის მნიშვნელოვანი მიზეზია არის ასევე სოციალური კეთილგანწყობის მიღების სურვილი, რაც ცნობილია, როგორც ნორმატიული გავლენა. ხშირად გვჭირდება, რომ სხვებს მოვწონდეთ და ჩვენდამი კეთილგანწყობილები იყვნენ. ანალოგიურად, ვცდილობთ თავი ავარიდოთ სხვების მხრიდან ჩვენს უარყოფას და დაცინვას. ნორმატიულ გავლენას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ჯგუფის ნორმების ან სტანდარტების შესაბამისად ვცვლით ქცევას იმისათვის, რომ ჯგუფისთვის სოციალურად მისაღები ვიყოთ ან შევინარჩუნოთ მისი წევრობა. ასეთ სიტუაციებში კონფორმულობა ქცევის გარეგნულ შეცვლას იწვევს, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ამას შეხედულების შეცვლა მოჰყვეს (Martin & Hewston, 2003).

კონფორმული ქცევების სიხშირის ზრდაზე ან შემცირებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდებს გავლენას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შიდაჯგუფური თანხმობის დონე-როცა ჯგუფის წევრები ერთ აზრს იზიარებენ, კონფორმული ქცევის მაჩვენებელი უფრო მაღალია და პირიქით.

მეორე- მაღალი სტატუსის მქონე ჯგუფები უფრო კონფორმულია, ვიდრე დაბალი სტატუსის. პირველ შემთხვევაში ადამიანს უფრო უადვილდება დამოუკიდებლობის დათმობა, ვიდრე დაბალი სტატუსის ჯგუფთან შეერთებისას.

კომპეტენტური, ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი უფრო მეტად ახდენს გავლენას სხვებზე, ვიდრე არაკომპეტენტური ადამიანები.

შეჭიდული ჯგუფებისთვის დამახასიათებელია კონფორმულობა, რადგან წევრებს აქვთ ახლო, მეგობრული ურთიერთობები. ამ დროს რთულდება ჯგუფის ნორმებიდან გადახვევა.

კონფორმულ ქცევაზე გავლენას ახდენს ასევე ინდივიდუალური მახასიათებლები. მაგალითად, თუ ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს, ის უფრო მიდრეკილი იქნება კონფორმული ქცევებისკენ, ვიდე მაღალი თვითშეფასები მქონე ადამიანი.

კულტურული სხვაობებიც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ინდივიდუალისტურ კულტურაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აქ კონფორმულობა უაროფითად აღიქმება. ხოლო კოლექტივისტურ კულტურებში ჯგუფის ნორმებისადმი კონფორმულობის მაჩვენებელი უფრო მაღალია (ბალიაშვილი, მ. 2010).

ჩაურეველი დამკვირვებელი, როგორც კომფორმისტი

image
1964 წელს კიტი ჯონოვეზე ნიუ იორკში დანით მოკლეს. ამ მკვლელობას 38 მეზობელი უყურებდა.

ელეანორ ბრედლი გზაში წაიქცა და ფეხი მოიტეხა. ის 40 წუთის მანძილზე ტროტუარზე გულწასული იყო.

მართალია ადამიანების უმრავლესობა ჰუმანურობით გამოირჩევა, მაგრამ ამგვარი შემთხვევები საპირისპიროში უნდა გვარწმუნებდეს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანები გულგრილნი ვართ და არ გვიანტერესებს სხვების მდგომარეობა.

იმის ასახსნელად, თუ რატომ არ ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს, ჯონ დარლიმ, ბიბი ლატანემ და მათმა კოლეგებმა დაიწყეს კვლევა. ისინი ფიქრობდნენ, რომ როდესაც ტრაგედიას ბევრი მოწმე ყავს ეს ხელს უშლის დახმარებას. მათ ჩაატარეს ექსპერიმეტი, რომელშიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტებს უტარებდნენ ანონიმურ დისკუსიას მათი პირადი და აკადემიური საკითხების შესახებ. დისკუსიის დროს ეპილეფსიური შეტევის იმიტაციას დგამდნენ. ლანტესა და როდინი ექსპერიმენტით “ქალი გასაჭირში“ იკვლევდნენ დაეხმარებოდნენ თუ არა ცდის პირები ახალგაზრდა ქალს. მთავარი ცვლადი იყო მარტონი იყვნენ სტუდენტები ოთახში თუ არა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მარტო ყოფნის შემთხვევაში 70%-მა შესთავაზა დახმარება. ადამიანის თანდასწრებამ შეაფერხა მოქმედების ტენდენცია, ამას მოწმის ეფექტი ეწოდება (Etcheverry, Sabrina. 2013).

შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვა მოწმეების არსებობისას პასუხისმგებლობა იყოფა. ასეთ სიტუაციებში ადამიანი პირველ რიგში აფასებს სიტუაციას, შემდეგ განსაზღვრავს პირად პასუხისმგებლობას. თუ ჩვენს გარდა მსგავს შემთხვევებში კიდევ არიან სხვა ადამიანებიც, ჩვენ სხვების მოქმედების იმედად ვიკავებთ თავს დახმარებისგან. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანი დაეხმარება სხვას თუ დაინახავს დახმარების რეალურად საჭიროებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

ბალიაშვილი, მ. (2010). სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბილისი: მწიგნობარი

Etcheverry, S. (2013). The Bystander Effect; https://prezi.com/edknk_8ivzvj/the-bystander-effect-john-darley-and-bibb-latanes-experiments/; ბოლო ნახვა, 12 თებერვალი, 2019

1
53
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
53
  
2019, 13 თებერვალი, 9:09
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გამახსენდა((
0 1 1