x
მეტი
  • 19.02.2019
  • სტატია:86259
  • ვიდეო:336567
  • სურათი:446513
ილია მეორის ბოლო ქადაგება. 10 თებერვალი

image"ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები.

რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ.

თქვენ ხედავთ, მთელ მსოფლიოში მღელვარებაა. მთელ მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ, თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა...

ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა განვითარება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. რატომღაც ჩვენ ვიწყებთ სხვა ადამიანებით. იმიტომ ვიწყებთ სხვა ადამიანებით, რომ უფრო ადვილია, უფრო ვხედავთ. მომანიჭე მე უფალო განცდაი თვისთა ცოდვათა- როგორ ძნელია. ჩვენ გვაჩვენა ცხოვრებამ, გამოცდილებამ, რომ განცდა თვისთა ცოდვათა არც ისე იოლი ყოფილა. ადამიანი მოწოდებულია სრულყოფისათის. მაცხოვარი ამბობს-იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა ზეციერი სრულყოფილ არს. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულყოფა, განვითარება დაუსრულებელია, მუდმივია. ადამიანი არასდროს მიაღწევს ისეთ სრულყოფას, როგორც მამაზეციერი, მაგრამ ეს სიტყვები ნიშნავს სრულყოფას ორივე სოფელსა შინა.

რატომაა ასეთი ძნელი განცდა თვისთა ცოდვათა?! იმიტომ რომ ადამიანი სუსტია. სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა. სუსტია, მაგრამ მსგავსებას ღვთისას უნდა მიაღწიოს თავისი მოღვაწეობით და ცხოვრებით.

ღმერთი ხედავს სურვილს და სურვილი მიაჩნია მას, როგორც გაკეთებული კეთილი საქმე. სურვილი უკვე ბევრს ნიშნავს. შეიძლება ვერ მიაღწიოს ადამიანმა სასურველს, მაგრამ ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ მიაჩნია სურვილი, როგორც გაკეთებული საქმე.

არის ლოცვა, რომელიც თქვა ეფრემმა-უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო. ჰე, უფალო, მოგვანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს ძნელია. ე.ი. ადამიანი თავისი ძალით ვერ აღწევს განცდას. ადამიანმა უნდა მიიღოს ძალა ღვთისა. ადამიანი სუსტია. ადამიანი ეცემა. აი, საგალობელი რომ არის-დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ადამიანი ეცემა. ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს ვერასდროს ადგება, მაგრამ ამ დროს უფალი თვითონ იმდის ადამიანთან და აყენებს მას. ეს სასწაულია და წყალობა ღვთისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ამ წყალობას.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა"...

0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0