x
image
alex999
Mediator image
Mediator image
შეშლილი მეცნიერების მიერ შექმნილი 5 არაამქვეყნიური არსება!

მეცნიერების განვითარებასთან ერთად, დედამიწაზე ყოველთვის ჩნდება რაღაც არაამქვეყნიური. ამჯერად შეშლილმა მეცნიერებმა შექმნეს 5 არსება, რომელსაც ჩვენს დღევანდელ სტატიაში იხილავთ....


image




1. კაშკაშა თევზი - გენეტიკის შეცვლით, მეცნიერებმა ზებრის თევზების მუტაცია მოახდინეს. მათ დნმ-ზე შეურიეს წითელი, ყვითელი და მწვანე ფერის კაშკაშა პროტეინები, რომელიც თევზებს სიბნელეში უფრო თვალსაჩინოს ხდის. ტაივანში შექმნილი თევზების ცალის ღირებულება 18 დოლარს შეადგენს. მეცნიერების ოფიციალური განცხადებით, ეს გენეტიკური ცვლილება თევზების პოპულაციას ხელს არ შეუშლის.

image



2. მკვლელი ფუტკარი - ხელოვნურად შექმნილი ფუტკარი, მეცნიერებმა შეცდომით ველურ ბუნებაში გაუშვეს. 1956 წელს, აფრიკული ფუტკარის და ევროპული ფუტკარის შეჯვარების შედეგად, მიიღეს ჰიბრიდული ფუტკარი, რომელსაც როგორც წესი თაფლის გამომუშავება უფრო მეტად შეეძლო. თუმცა 1 წლის შემდეგ ლაბორატორიიდან 26 000 -მდე ფუტკარი გაიპარა. 1975- 1985 წლამდე გავრცელდა თითქმის მთელ ლათინო ამერიკაში. როგორც ცნობილია, ამ ფუტკრის შხამს ადამიანის მოკვლა შეუძლია.

image





3. ენვიროპიჯი - კანადაში შეიქმნა გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორი. ამ ღორის სახელია ენვიროპიჯი. ამ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ღორებში შეყვანილია თაგვის გენები, რათა ნაკლები ფოსფორი აწარმოოს. მკვლევარების განცხადებით, ეკოლოგიური ღორი შეიქმნა გარემოს დაცვისთვის. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა ეკო-ღორის ხორცი აშშ-სა და კანადაში.

image




4. უბუმბულო ქათამი - ისრაელში გამოიყვანეს ქათმების ახალი ჯიში ბუმბულის გარეშე. იგი ადაპტირებულია გარემოს მიმართ, ის იზრდება სწრაფად და მისი ხორცი შეიცავს ნაკლებ კალორიებს ვიდრე ჩვეულებრივი ქათმისა. თუმცა მათ ძალიან დიდი ნაკლი აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბუმბული და ასევე ფრთები არ აქვთ ისინი ვერ დაფრინავენ, გარდა ამისა ხშირად ხდებიან მწერების და ტილების მსხვერპლი.

image






5. გამჭვირვალე ბაყაყი - ბიოლოგებმა ახალი ჯიშის "გამჭვირვალე" ბაყაყები აღმოაჩინეს, რომელთა გულის ძგერის დანახვა შეიარაღებული თვალის გარეშე შეიძლება. მეცნიერებმა მას Hyalinobatrachium yaku დაარქვეს. ბაყაყების ეს სახეობა მეცნიერების მიერ შექმნილი არაა, თუმცა ისინი მომავლაში, ამ ბაყაყების საშუალებით ეცდებიან მედიცინაში რევოლუცია მოახდინონ. ამფიბია ეკვადორში, ამაზონის ჯუნგლებში იპოვეს. მას ზურგზე მწვანე ლაქები აქვს და მკერდში წითელი გული, რომელიც აბსოლუტურად ჩანს გამჭვირვალე სხეულიდან.

image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი












<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>


11 წლის უსახლკარო გოგონა ქუჩაში იყინება და დახმარებას ითხოვს - სოციალური ექსპერიმენტი გამაოგნებელი შედეგით!

image



სიმფსონების რეალურად ახდენილი 6 წინასწარმეტყველება!

image



10 საინტერესო ფაქტი სფინსქის კატის შესახებ!

image



უფასო სასწრაფო დახმარება ცხოველებისთვის - სამაგალითო საქციელი მექსიკელებისგან

image



7 დაუჯერებელი რეალობა ურთიერთობების შესახებ - მეცნიერთა კვლევის შედეგი!

image



18 ჩვეულებრივი რამ, რაც მიკროსკოპით არაჩვეულებრივად გამოიყურება!

image



9 სასიცოცხლო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული განიცდის B6 ვიტამინის დეფიციტს - მიიღეთ ზომები

image



მათი დაცვა ვერ შევძელით: 2018 წელს გადაშენებული ცხოველები...

image







0
868
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
868
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0