x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ იხსნეს ლომებმა 12 წლის გოგონა გაუპატიურებისგან
გოგონა და ლომები

ცხოველები რომ ხშირად ძალიან გულისამაჩუყებლები არიან საკუთარი სიკეთით და გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს ეხმარებიან, ყველამ იცის, მაგრამ იმან, რაც 2005 წელს, ეთიოპიაში მოხდა, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ზოოლოგიის სახელმძღვანელოებში და სათავე დაუდო უამრავ თეორიასა და ჰიპოთეზას ლომების ბუნების და ინტელექტის შესახებ.


2005 წლის ერთ მშვენიერ დღეს ეთიოპიის ერთ სოფელში 12 წლის გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ოთხმა მამაკაცმა გაიტაცა. ამ მამაკაცთაგან ერთ-ერთს განზრახული ჰქონდა გოგონას გაუპატიურება მასზე დაქორწინების მიზნით, მაგრამ მას ამაში ხელი შეუშალეს... ლომებმა. დიახ! უცებ, საიდანღაც გაჩნდა სამი ლომი. ლომები გამტაცებლებს დაედევნენ, გოგონა წაიყვანეს და პატრონობდნენ მანამ, სანამ პოლიცია ბავშვის კვალს იპოვიდა.


"ლომები გვარდიელებივით იდგნენ და გოგონას ჰყარაულობდნენ. როცა დაგვინახეს და დარწმუნდნენ, გოგონას უსაფრთხოებას არაფერი არ ემუქრებოდა, ბავშვს მხოლოდ მაშინ გაშორდნენ და მშვიდად ტყისკენ გასწიეს, " თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა.



როგორც ექსპერტების ნაწილი ამბობს, ლომების მსგავსი საქციელი მაინცდამაინც უჩვეულო არ არის. საქმე იმაშია, რომ ვეებერთელა ფისუნიებმა გოგონას ტირილი მათი საკუთარი ბოკვრის ხმას მიამსგავსეს და ცხოველთა მეფეებში მშობლის ინსტინქტმა გაიღვიძა.


ეთიოპიაშიც ისევე, როგორც სხვა ჩამორჩენილ და ძალიან დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ხშირია არასრულწლოვანი გოგონების გატაცება მათი გაუპატიურების და ცოლად მიყვანის მიზნით.

0
963
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
963
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0