x
image
მაიაცხვედიაშვილი
საქართველოში მეცნიერებმა 5 500 წლის წინანდელი თაფლი აღმოაჩინეს!

imageბორჯომში, სოფელ საკირეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი თაფლი. რამდენიმეწლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თაფლი 5 500 წლის წინანდელია. მეცნიერები ამტკიცებენ რომ ეს თაფლი მოშინაურებული ფუტკრებისგანაა დამზადებული და არა ველური ფუტკრებისგან.

აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლებოდა, რადგან 3000 წლის წინანდელი თაფლი ტუტანჰამონის საფლავში აღმოაჩინეს. მისი ანალოგი არსად არ მოიძებნებოდა. ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრამ კი დაადასტურა, რომ საქართველო არამხოლოდ ვაზის, თაფლის სამშობლოც ყოფილა.

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0