x
image
Teklamaisuraze
რა ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო რელიგიებს შორის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ საერაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

image

როგორც ცნობილია 3-4 თებერვალს აბუ დაბიში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია. რომელიც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა შორის ძმობის განმტკიცებას და ძალადობის შემცირებას ისახავდა მიზნად.

კონფერენციას ესწრებოდნენ რომის პაპი ფრანცისკე. სხვა სასულიერო ლიდერები და მაღალი იერარქები. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდნენ : საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე და თბილისის სასულიერო აკადემია - სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს კონფერენციის ორგანიზებისა და წარმოდგენილი მოხსენებების მაღალი დონის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები რეალურად ამცირებს ექსტემიზს და აძლიერებს შემწყნარებლობას. რაც მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

0
372
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0