x
დისოციაციური იდენტობის აშლილობა და ბილი მილიგანი

image
დისოციაციური იდენტობის აშლილობა ესაა იდენტობის დარღვევა, რომელიც ორი ან მეტი განსხვავებული პიროვნული მდგომარეობითა და ქცევის პატერნის ცვლილებით ხასიათდება და ზოგიერთ კულტურაში შეიძლება აღიწეროს, როგორც შეპყრობილობის განცდა. მე-ს შეგრძნებისა და ქცევის შესამჩნების წყვეტა, რასაც თან ახლავს აფექტში, ქცევაში, ცნობიერებაში, მეხსიერებაში, აღქნაში, კოგნიციასა და სენსორულ-მოტორულ ფუნქციონირებაში. დისოციაციური იდენტობის აშლის მქონე ადამიანებს 100-მდე ერთდროულად არსებული ახალი იდენტობა შეძლება ჰქონდეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იდენტობის საშუალო რაოდენობა 15ია. ზოგ შემთხვევაში იდენტობები სრულია, თითოეულს მისთვის დამახასიათებელი ქცევა, ხმის ტემბრი, და ფიზიკური მანერები აქვს. მაგრამ ბევრ შემთხვევაში რამდენიმე მახასიათბელია ცალკე წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში იდენტობები მგოლოდ ნაწილობრივ არიან დამოუკიდებლები.

აშლილობის მახასიათებლები

პიროვნება, რომელიც პაციენტი ხდება როგორც წესი „მასპინძელი“ იდენტობა, სწორეთ ის ითხოვს უმეტეს შემთხვევაში დამარებას. მასპინძელი იდენტობები ჩვეულებრივ, იდენობების სხვადასხვა ფრაგმენტების შეკოწიწებას ცდილობენ, მაგრაბ საბოლოოდ გადატვირთვის გამო ვერ უმკლავდებიან ხოლე ამ ამოცანას. დახმარების მაძიებელი პიროვნება იშვიათად არის ორიგინალური პიროვნება. ისინი, როგორც წესი, მოგვიანებით ვითარდებიან. მათ ჩალკეულ პიროვნებებს ანუ ალტერებს უწოდებენ. კროსგენდერული ალტერებიც არაა იშვიათობა. მაგალითისთვის, პატარა ქალს ძლიერი მამაკაცი ალტერი შეიძლება ჰყავდეს, რომელიც მისთვის დაცვის ფუნქციას შეასრულებას. ერთი პიროვნებიდან მეორეზე გადართვას გარდაქმნებს უცოდებენ და ჩვეულებრივ ის მოენტალურად ხდება. გადართვის დროს ფიზიკური ცვლილებებიც შეიძლება მოხდეს. მაგალითიად, პოზა, სახის გამომეტყველება, სახის მოძრაობის პატერნი და შეზღუდული ფიზიკური უნარებიც კი შეიძლება გაჩნდეს. იდენტობის აშლილობის მქონი ინდივიდებს ახასიათებთ ყოველდღიური მოვლენების მნიშვნელოვანი პიროვნული ინფორმაციის ან ტრავმული მოვლენების მოგონებებისას განმეორებითი ჩავარდნები, რომელიც არ შეესაბამება გულმავიწყობას. დარღვევა არ არის ფართოდ მიღებული კულტურული ან რელიგიური ნაწილი. ბავშვებში კი სიმპტომები არ მიეწერება წარმოსახვით მეგობარს ან სხვა ფანტაზიის თამაშებს.

ბილი მილიგანი

პირველად ამ სინდრომის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა 1977 წელს ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქში, სადაც ქალის გაუპატიურებისა და გაქურდვის შემდეგ დაიჭირეს დამნაშავე. ერთ-ერთი მსხერპლის ჩვენებით, რომლელმაც ბილი სურათზე ამოიცნო, ახალგაზრდა მამაკაცი 3 წლის გოგონასავით იქცეოდა. დაკავებისას იგი უცნაურად იქცეოდა, თუმცა პოლიციამ ჩათვალა, რომ იგი მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის მიზნით თამაშობდა ფსიქოლოგიურ აშლილობას, თუმცა ექსპერტებმა მას მრავლობითი აშლილობა დაუდინეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყანეს.

ფსიქოლოგმა, რომელმაც მილიგანს გამოკვლევა ჩაუტარა ვარაუდობდა, რომ მის გონებაში ჩასახლებული იყო არა ერთი, არამედ სულ მცირე 10 პიროვნება და ისინი მონაცვლეობით აკონტროლებდნენ მის სხეულს. სწორეთ ამით აიხსნებოდა ბილის უცნაური ქცევები-ხმის ცვლილება, მიმიკა და გარეგნობაც კი, რადგან როგორც გაირკვა სხვადასვა ასაკის, ეროვნების და ხასიატის პიროვნებები არსებობდნენ. საბოლოოდ კი გირკვა, რომ ბილის თავში 24 პიროვნება იყო თავმოყრილი. ამ პიროვნებების გადაცვლის და გარჩევის შესაძლებლობა ყველა დამკვირვებელს შეეძლო, რადგანი ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ ტემბრით და მიიკებით. ფსიქიატრებმა, რომლებიც მიზეზებს ეძებდნენ დაადგინეს, რომ ბილი არასრულფასოვან ოჯახში გაიზარდა. დედამისი და ჯონი მორისი არ იყვნენ დაქორწინებულები, მაგრამ ერთად ცხოვრობდნე. ყველაფერი კი მაშინ დაიძაბა, როცა ჯონ მორისმა თვითმკვლელობა სცადა. პირველ ჯერზე უშედეგოდ, მაგრამ მოგვიანებით ერთი წლის შემდეგ მისი მცდელობა წარმატებული გამოდგა და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჯონის გარდაცვალების შედეგ ბილის დედამ ჩალმერ მილიგანი გაიცნო და სამ შვილთან ერთად მასთან გადავიდა საცხოვრებლად. მილიგანების ოჯახში ცხოვრება ბილისთის კოშმარული გამოდგა. ჩალმერმა 8 წლის ბილი ჯერ თოკით შეკრა, შემდეგ კი ფარდულში გააუპატიურა. და სწორედ ამ გადატანილი სტრესი შემდეგ გამოჩნდნენ სხვა პიროვნებები.

მილიგანის 24 პიროვნებიდან მათავარი მხოლოდ 10 პიროვნება იყო, დანარჩენები კი მეორეხარისხოვან, როლს ასრულებდნენ. მთავარი პიოვნებები იყვნენ:

1. თვითო ბილი

2.არტულ სმიტი-22 წლის ინგლისელი ლონდონური აქცენტით, კონსერვანტი, მედიცინით გატაცებული და რამდენიმე დარგის ექსპერტი, მათ შორის მან შეძლო და დამოუკიდებლად ისწავლა სუაჰილი და არაბული.

3.რეიჯენი-22 წლის იუგოსლავი, მკვეთრად გამოხატული სლაური აქცენტით. ბრწყინვალედ ისროდა და ფოლოდა აღმოსავლური ორთაბრძოლის ტექნიკებს. ფიზიკურად ძლიერი, ეტანებოდა ალკოჰოლს და ნარკოტიკს.

4.ალენი-18 წლის ქურდბაცაცა და კარგი მანიპულატორი. ცაცია და თამბაქოს მწეველი, რომელიც სხვებზე ხშირად ურთიერთობდა გარე სამყაროსთან.

5.ტონი-16 წლის, ჩინებულად ერკვევა მექანიკასა და ელექტროტექნიკაში. შეუძლია ხელბორკილებს გაღება, ხატავს პეიზაჟებს და უკრავს საქსაფონზე.

6.დენი-14 წლის შეშინებული ბიჭუნა. არ ენდობა ადამიანებს და ეშინია მამაკაცების. დენი ფობს მილიგანის ცნობიერებას, როცა მამინაცვალმა საფლავის ამოთხრა აიძულა და ისე ჩამარა, რომ მხოლოდ სასუნთქი ხვრელი დაუტოვა.

7.დევიდი-8 წლის ბიჭი. „ტკივილის შემნახველი“, რომელიც სხვისი ტკივილის საკუთარ თავზე მისაღებათ ჩნდება

8.კრისტინი-3 წლის ინგლისელი, „ოჯახის“ უსაყვარლესი წევრი, კუთხის ბავშვი-სახლშიც და სკოლაშიც მუდამ კუთხეში იდგა და მშვიდად იტანდა დაშჯას.

9.ქრისტობერი-13 წლის, კრისტინის ძმა. ბილის ცნობიერის დაუფლებით დედას ეხმარებოდა და ზრუნავდა უმცროს დაზე.

10.ადლანა-19 წლის ლესბოსელი. აკონტროლებს კვებას და წესრიგს.სწორედ ის ფლობდა ბილის ცნობიერებას გოგების გაუპატიურებისას.image

უმეტეს დროს აკონტროლებდნენ არტური და რეიჯერი, რომლებმაც გამოიმუშავეს ქცევის კოდექსი სხვა პიროვნებებისთვის. მილიგანის ყველა პიროვნება განსაკუთრებულ ნიჭს, უნარს ფლობდა. ამასთან, თითოეული მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ სფეროში ითვლებოდა პროფესიონალად და ყველას ინტელექტის განსხვავებული კოეფიციენტი ჰქონდა. მკურნალობის დროს ფსიქიატრება აღმოაჩინეს 24 უმთავრესი პიროვნენა, 26 წლის ეგრეთ წოდებული მასწავლებელი, დანარჩენების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენდა და ერთადერთი იყო, ვინც ბილი მილიგანის რეალურ ისტორიას სრულიად ფლობდა.

ათწლიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ 1988 წელს, ბილის დაშლილი პიროვნება ერთიანად გამოცხადა. მას ბრალდება მოეხსნა და ფსიქიატრიულისგანაც განთავისუფლდა. მილიგანი კალიფორნიაში გადასახლდა, სადაც 2014 წელს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყურადღებას იმსახურებს ასევე მთელი მისი მრავალრიცხოვანი „ოჯახის“ მიერ შესრულებული ნახატები, საოცნებო ნატურმორტები და პეიზაჟები, რომელთაც მართალია სხვადასხვა, მაგრამ მაინც ერთი ავტორი ჰყავს. ბილის გარდაცვალების შემდეგ თითქმის ყველა მისი ნახატი გაიყიდა და თანხა კი გადარიცხეს ბავშვებზე ძალადობასთან ბრძოლოს ცენტრში.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს დენიელ კიზი, რომელმაც თავის წიგნში „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ მოგვიყვა და ფართო აუდიტორიას გააცნო ბილის ცხოვრების დეტალები.

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0