x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გახდი სტუდენტი ელჩი ,,ლურჯ ოკეანეში“- ,,პალიტრა L-ის“ მორიგი პროექტი იწყება
image


თუ ხარ სტუდენტი და გაინტერესებს ბიზნესლიტერატურა, გსურს, გაიღრმავო ცოდნა ბიზნესის მიმართულებით, გამოიმუშავო ლიდერული უნარ-ჩვევები, მაშინ „პალიტრა L-ის“ ახალი წამოწყება შენთვისაა.


ეს არის პროექტი ბიზნესმიმართულებით, რომელიც „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში იგეგმება. ლურჯი ოკეანე „პალიტრა L-ის“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. იგი აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ერიკ რისი, ჯეისონ ფრაიდი და დევიდ ჰაინემაიერ ჰანსონი და სხვა. ამ ეტაპზე გამოცემულია 45-მდე დასახელების წიგნი მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბიზნესისა და ანტრეპრენერშიპის სფეროებში.


image



გარდა ბიზნესლიტერატურის გამოცემისა, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, ტრეინინგები, სადაც ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები იღებენ მონაწიელობას.


„სტუდენტი ელჩი „ლურჯ ოკეანეში“ კიდევ ერთი წამოწყებაა, რომლის მიზანიც სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და მათთვის ხელშეწყობაა, დააგროვონ გამოცდილება სფეროში, რომელიც მათთვის საინტერესო და პრიორიტეტულია.


image


როგორც პროექტის მენეჯერი, თათია ტურაშვილი ამბობს, სტუდენტები გაეცნობიან წიგნის გამოცემის პროცესს და თავადაც ჩაერთვებიან მასში. მისი თქმით, ეს სტუდენტების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.


სტუდენტებს პროექტისათვის რეგისტრაცია შეეძლებათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმით, რომელსაც გამომცემლობა დაინტერესებულ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უგზავნის.


იმისათვის, რომ გახდეთ ელჩი, საჭიროა, გაინტერესებდეთ ბიზნესლიტერატურა, გიყვარდეთ წიგნების კითხვა, იყოთ ორგანიზებული, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.



0
8
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0