x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის ბრძოლა აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის შესანარჩუნებლად - ვის აქვს უპირატესობა?

image

11 თებერვალს გამოქვეყნდა Pew Research Center-ის ანგარიში, სადაც საუბარი არის გლობალურ საფრთხეებზე. გამოკითხვა 26 ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და საკმაოდ საინტერესო შედეგები დაიდო - გლობალურ გამოწვევებსა და საფრთხეებში დასახელდა კლიმატის ცვლილება, "ისლამური სახელმწიფოსგან" მომდინარე ტერორიზმის საფრთხე და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამერიკის ძლიერების, გავლენის ზრდა. ასევე საფრთხედ დასახელდა რუსეთისა და ჩინეთის ზრდაც, თუმცა ამერიკის დაყენება მათ გვერდით საკმაოდ მოულოდნელი იყო.
ამერიკის ძლიერების ზრდას 2013 წელს საფრთხედ გამოკითხულების 25% მიიჩნევდა, 2017
წელს – 38%, 2018 წელს კი – 45%. 2017 წელთან შედარებით ზრდა საკმაოდ დიდია, თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შედეგები დაკავშირებულია დონალდ ტრამპის პოლიტიკასთანაც. რუსეთის ძლიერება საფრთხედ 2018 წელს 36%-მა დაასახელა, ჩინეთის ძლიერება - 35%-მა, ჩრდილოეთ კორეის კი – 55%-მა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში
ნამდვილად არის გაზრდილი რუსეთისა და ჩინეთის გავლენა მსოფლიოში, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო ამერიკის წინა ადმინისტრაციის მმართველობით. ამიტომაც არის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტით მყოფმა შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამ ორი ქვეყნის გავლენის ზრდა ასევე საფრთხედ დაასახელა.

"ბოლო პერიოდში შეერთებული შტატები ხშირად არ ერეოდა აღმოსავლეთ ევროპის საქმეებში, რაც მიუღებელია. ჩვენმა მეტოქეებმა შეავსეს ეს ვაკუუმი. დღეს ვადასტურებთ ჩვენს მისწრაფებას იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ რეგიონში დადებითი გავლენისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ გაძლიერებული დიპლომატიის გზით, რომ ვითანამშრომლოთ სტრატეგიულ საკითხებში. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს, რომ გულახდილად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით და რაც ჩვენს მოკავშირეებსაც მისცემს სარგებელს. ამას გავაკეთებთ ამერიკის კომერციული დიპლომატიისა და კულტურული კავშირების გაძლიერებით" - ეს განცხადება პომპეომ უნგრეთში, ბუდაპეშტში გააკეთა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად. წაიკითხეთ ვრცლად
0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0