x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა არის პლაცებოს ეფექტი და როგორ მოქმედებს ის?
image

გონებას ძლიერი გავლენა აქვს სხეულზე, იშვიათ შემთვევაში კი შეუძლია სხეულის გამოჯანმრთელებაშიც დაგვეხმაროს. გონებას ასევე შეუძლია დაგაჯეროს, რომ ყალბმა მკურნალობამ რეალურ თერაპიულ შედეგამდე მიგიყვანა. ეს ფენომენი ფსიქოლოგიაში ცნობილია, როგორც პლაცებოს ეფექტი. ზოგჯერ პლაცებო ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ რეალური სამედიცინო მკურნალობის ეფექტის იმიტირებაც კი შეუძლია.

პლაცებო ეფექტი მხოლოდ პოზიტიურ აზროვნებას არ გულისხმობს. როდესაც ამ ეფექტს აქვს ადგილი, პაციენტთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ მათი განკურნება “შაქრის წამალზე” რეაქციაა. პლაცებო ეფექტი ხშირად გამოიყენება სამედიცინო გამოკვლევებში, როდესაც ექიმებს აინტერესებთ ახალი წამლის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტი, ასევე, შედეგი ნივთიერების მიერაა გამოწვეული თუ სხვა ცვლადები მოქმედებენ მასზე.

პლაცებო ეფექტი განისაზღვრება როგორც ფენომენი, როდესაც ზოგიერთი ადამიანი სარგებელს ღებულობს არააქტიური ნივთიერების მიღების შემდეგ. უფრო დეტალურად კი პლაცებო არის ნივთიერება, რომელიც არ ხასიათდება სამედიცინო ეფექტით, ეს შეიძლება იყოს სტერილური წყალი, მარილიანი ხსნარი ან შაქრის აბები. პლაცებო არის ყალბი მკურნალობა, რომელმაც შესაძლოა რეალური შედეგი მოგვცეს. და მაინც, რა იწვევს პაციენტის მდგომარეობის გამოჯანმრთელებას ყალბი მკურნალობის დროს? პაციენტის მოლოდინი მთავარ როლს თამაშობს პლაცებოს ეფექტში. ადამიანი რაც უფრო მეტად ელის მკურნალობის ეფექტიანობას, მით უფრო მოსალოდნელია პლაცებოს ეფექტის გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ “პლაცებო” და “პლაცებოს ეფექტი” ორი განსხვავებული კონცეფციაა. ტერმინი პლაცებო აღნიშნავს არააქტიურ ნივთიერებას, ხოლო პლაცებო ეფექტი არის მედიკამენტის მიღების ნებისმიერი შედეგი, რომელიც არ მიეწერება თავად მკურნალობის ეფექტს.


ხშირად სამედიცინო გამოკვლევებსა და ექსპერიმენტებში ადამიანთა ერთ ჯგუფს პლაცებოს აძლევენ, ხოლო მეორე ჯგუფს რეალურ ნივთიერებას. ამ მეთოდის მიზანია იმის დადგენა, აქვს თუ არა ნამდვილ ნივთიერებას რეალური ეფექტი ადამიანის ორგანიზმზე. მართალია პლაცებოს არანაირი გავლენა არ აქვს თავად დაავადების მიმდინარეობაზე, ის ცვლის ადამიანთა აღქმას მათი მდგომარეობის შესახებ. ის, თუ როგორია ამ ეფექტის ინტენსივობა, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. პლაცებო ეფექტზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

  • დაავადების ბუნება
  • რამდენად ძლიერია პაციენტის რწმენა, რომ წამალი იმოქმედებს
  • რა ტიპის შედეგს ელის პაციენტი
  • ექიმის დადებითი შეფასებები მკურნალობის ეფექტურობის შესახებ
  • გენებს გავლენა აქვს იმაზე თუ როგორი შედეგი ექნება პაციენტს პლაცებო მკურნალობაზე. ერთი-ერთი კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი ან დაბალი ვარიაციები იმ გენისა, რომელიც პასუხისმგებელია დოფამინის დონის თავის ტვინის წინაფრონტალურ ნაწილში, განსხვავებულად რეაგირებდნენ პლაცებოზე. მათ, ვისაც დოფამინის მაღალი დონე ჰქონდათ, მეტად აღენიშნებოდათ პლაცებო ეფექტი, ხოლო მათ, ვისაც ეს მაჩვენებელი დაბალი ჰქონდათ, პლაცებო მკურნალობამაც არ მისცა შედეგი.
მედიცინისა და ფსიქოლოგიური კვლევების დროს პლაცებოს გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ეს მეთოდი მკვლევარებს საშუალებას აძლევს, აღმოფხვრან ან მინიმუმამდე დაიყვანონ ის ეფექტი, რომელიც მოლოდინს შეიძლება ჰქონდეს საბოლოო შედეგზე.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებმა იციან, პლაცებო ეფექტი მუშაობს, ისინი არ არიან დარწმუნებულნი, როგორ და რატომ იღებენ ამ შედეგს. კვლევები ამ საკითხთან მიმართებაში ისევ დამუშავების პროცესშია. ამ ფენომენის ახსნისათვის რამოდენიმე ფაქტორი იქნა გამოყოფილი:

  • პლაცებომ შესაძლოა ტრიგერის როლი ითამაშოს ჰორმონის ცვალდებადობაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს კავიშირი პლაცებოსა და ენდორფინის შორის. პლაცებომ შესაძლოა მისი სტიმულება მოახდინოს. ენდორფინს თავის მხრივ, მორფინისა და სხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მსგავსი სტრუქტურა აქვს და თავის ტვინზე მისი მომატებული დონე როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ისე მოქმედებს.

  • მოლოდინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს პლაცებო ეფექტზე
სხვა შესაძლო განმარტებები ამ ფენომენისა მოიცავს განპირობებას, მოტიცავიასა და მოლოდინს. ზოგიერთ შემთხვევაში პლაცებო შეიძლება დაწყვილდეს რეალურ მკურნალობასთან მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ. ეს არის კლასიკური განპირობებულობის მაგალითი. ადამიანები, რომლებიც მოტივირებულნი არიან მკურნალობის შედეგის მიმართ, ან წარსულში ჰქონდათ გამოცდილება წარმატებული მკურნალობისა, მეტი შანსი აქვთ გამოავლინონ პლაცებო ეფექტი. ექიმების ენთუზიამზმმა რაიმე კონკრეტული მკურნალობის მიმართ ასევე შესაძლოა გავლენა იქონიოს პაციენტზე. თუ ექიმი დარწმუნებულია, რომ მკურნალობა შედეგიანი იქნება, პაციენტს შესაბამისი რეაქცია ექნება წამალზე – პლაცებო ეფექტს ადგილი აქვს მაშინაც, როდესაც პაციენტი რეალური მედიკამენტის საშუალებით ებრძვის რაიმე დაავადებას.

  • პლაცებოს ახასიათებს გვერდითი ეფექტები
ადამიანებს შესაძლოა უარყოფითი რეაქცია ჰქონდეთ პლაცებო მკურნალობაზე. ამ ეფექტს ზოგჯერ უწოდებენ “ნოცებოს ეფექტს”. მაგალითად, პლაცებოს მიღების შემდეგ, პაციენტი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, გულისრევამ, თავბრუხვევამ და ა.შ.

0
455
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0